მიუხედავად მასპინძელთა სათამაშო უპირატესობისა, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე "სამტრედია" გავიდა, რომელსაც შინ გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 2:1 ჰქონდა მოგებული.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნახევარფინალის საგზურები საჩხერის "ჩიხურამ" და "ცხინვალმა" მოიპოვეს, რომლებმაც შესაბამისად, რუსთავის "მეტალურგი" (3:0) და "ვიტ ჯორჯია" (4:1) დაამარცხეს.
თასის 1/4-ფინალის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც თბილისის "დინამო" გორის "დილას" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება. პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელები მინიმალური ანგარიშით, ოთარ კაკაბაძის გოლით იგებენ.
საქართველოს თასის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია
ორივე მატჩში აჯობა ტორპედომ სამტრედიას თამაშის ხარისხით და ჟინით. გააზრებულობით.
სამარცხვინოა რომ ასეთი ამბიციების მქონე და ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი ასეთ საზიზღარ თამაშს უჩვენებს! მე არ ვიცი ამ ხარისხით რა ესაქმება სამტერდიას ევროსაგზურებზე.ჩემიპონობა ალბათ უფრო სირცხვილი იქნება ვიდრე წარმატება, თუკი ასეთი თამაშით მიაღწევენ ამას...
დროა ალბათ დაფიქრდნენ, ღირს კი მხოლოდ რეზულტატზე თამაში როცა შენი თამაში გულისრევის მეტს არაფერს იწვეევს?