მივბაძოთ პრეზიდენტს - წავიდეთ ქუთაისში და ვუქომაგოთ ქართულ ფეხბურთს!

AutoSharing Option
18 მაისს პირველად მოხდება, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალს ქვეყნის დედაქალაქი არ უმასპინძლებს.

როგორც ვწერდით, თამაშისთვის ემზადებიან გულშემატკივრებიც. სრული მობილიზაციაა თბილისის "დინამოს" ყველა ფანდაჯგუფებაში. ცხადია, "რამაზ შენგელიაზე" ბოლნისელთა ქომაგებიც იქნებიან. "სიონის" გულშემატკივრებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალურად იქირავა ტრანსპორტი და ხალხი ქუთაისის მიმართულებით ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონიდან გავიდა. ისინი თეთრი მაისურებით შეიმოსებიან.

ასე რომ, დაპირისპირების შედეგი, მოედნის გარდა, ქომაგებზეც იქნება დამოკიდებული.

ცნობილი ტელეკომენტატორი და სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე ამბობს,
რომ ფინალზე დასწრება ქართული ფეხბურთის ყველა მოყვარულის ვალია.

"ფეხბურთის განვითარებაზე რომ ვლაპარაკობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს სხვისი გასაკეთებელი არ არის, თითოეული ჩვენგანის ვალი და, გარკვეულწილად, მოვალეობაცაა. გასაგებია, რომ ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის ჩემპიონატები ბევრად უკეთესი სანახავია, მაგრამ ჩვენთანაც ბევრი კარგი თამაში ტარდება, რომელზეც ხალხს წარმოდგენა არ აქვს.

მე დავესწრები საქართველოს თასის ფინალს, რადგან ეს ჩემს ვალად მიმაჩნია და ხალხსაც იმავეს მოვუწოდებ: წავიდეთ ქუთაისში და ვუქომაგოთ ქართულ ფეხბურთს. სტადიონზე ჩვენ თუ არ მივალთ, ტრიბუნებს უცხოელები არ შეავსებენ", - ამბობს სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ ფინალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება. უცნობია, იქნება თუ არა ქუთაისში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

სწორედ პრეზიდენტის, პრემიერისა თუ სხვა სახელმწიფო ფიგურების დამოკიდებულება უნდა იყოს რიგითი გულშემატკივრისთვის მაგალითი, რომ სახელმწიფო ფეხბურთზე ზრუნავს. თორემ, ისიც გვახსოვს, ფინალის გამარჯვებულს თასი, სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად, სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელმა რომ გადასცა...

ცხადია, ფინალისთვის ემზადება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონიც, სადაც საზეიმო ღონისძიებები და შოუც იგეგმება, მაგრამ იმედია, მთავარ შოუს 19 საათიდან მწვანე მინდორზე ვიხილავთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სიონი ქუთაისი სამტრედია თქვენს გვრდითაა
sioni
18 მაისი 2016 14:40
0
მოდით ქუთაისლებო თქვენი იმედი გვაქ მაგარი ხალხი ხართ ქუთაისლები ყველაზე მეტად ამ ქალაქს ვაფასებ მთელ საქართველოში თავისი ყველაფრით წინ სიონი დინამო უნდა დავამტვრიოთ.
dyablo
18 მაისი 2016 14:25
0
სიონი ქუთაისი სამტრედია თქვენს გვრდითაა
sioni
18 მაისი 2016 14:16
0
სიონი ქუთაისი სამტრედია თქვენს გვრდითაა
sioni
18 მაისი 2016 14:12
0
კობი ყოჩაღ რო ქუთაისშია ფინალი სრული ანშლაგი იქნება აბა თბილისში რო ტარდებოდა ერთადერთი შარშან სამტრედიის ბალეშიკებამა შეავსეს ტრიბუნები
joni
18 მაისი 2016 14:10
0
ქუთაისში ნახევარი სამტრედია ჩავა სიონის საქომაგოდ
dato
18 მაისი 2016 14:07
0
ქუთაისში ნახევარი სამტრედია ჩავა სიონის საქომაგოდ
dato
18 მაისი 2016 14:02
0
ყოჩაღ მარგველ, სხვა საქმე მაინც არ გაქვს და ისევ სპორტს მიაწექი.
margvelas
18 მაისი 2016 13:40
0
საქართველოში ერთი ევროდონის სტადიონია და ფინალიც დინამოზე უნდა ჩატარებულიყო!საქართველოს თასისფინალია(!)და სტადიონი შესაფერისი უნდა იყოს!გულშემატკივრის პრობლემას გადავწყვეტდი–მოვიწვევდი საფეხბურთო ბავშვთა სკოლებით,ლატარიით..
–ქუთაისის სტადიონი სამწუხაროდ არ შეეფერება თასის ფინალს( გაზონის ხარისხი, ,შავი სარბენი ბილიკები,ძველი ,,საბჭოთა,,ტრიბუნები(((
ზაზა
18 მაისი 2016 13:06
0
მიდი სიონიიიიიიიიი
vaso
18 მაისი 2016 12:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული