თბილისის "დინამომ" საქართველოს თასი მოიპოვა

AutoSharing Option
18 მაისს ქუთაისში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპინი თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ - "დინამომ" შეხვედრა ანგარიშით 1:0 მოიგო და თასს დაეპატრონა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. ბოლოს "სიონი" სულაც 10 კაცის ამარა დარჩა. მსაჯმა ბოლო წუთზე მოედნიდან გურამ გიორბელიძე გააძევა.

თბილისის "დინამომ" მე-13-ედ მოიგო საქართველოს თასი და მეათედ შეასრულა ოქროს დუბლი (ჩემპიონობა და თასი).

დინამო-სიონი 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი (29).
გაძევება: გიორბელიძე (90. სიონი).

 

მკითხველის კომენტარები / 18 /
roma

გუშინ გენმომ რომ გიმასპინძლა კონიაკით, მე ხომ გითხარ რომ მძიმე პახმელია იცის მეტქი,შენ კი არა და არ დაიჯერე,ახლა კი აი რა დღეში ხარ.
ის რაც სენ დაწერე მხოლოდ მძიმე პახმელიის ბრალია და "ნონ ო ვლონი" მიიღე , მალე გამოგიყვანს!
წარმატებები
jarji21
19 მაისი 2016 18:08
0
ხალხო,რით ვერ გაიზარდეთ,რით ვერ მიეჩვიეთ სწორ აზროვნებას,რა დინამო,რა სამტრედია,რის დილა და ჩიხურა,გაიგეთ ერთი რამ,რომ ქართული კლუბები გაძლიერდებიან მაშინ თუ:ისინი შეუერთდებიან თურქეთის ჩემპიონატს,ან უკრაინის ჩემპიონატს,ან ჩამოყალიბდება VTB-ის მაგვარი ჩემპიონატი,როგორიც კალათბურთშია,ან კავკასიის ლიგა თუ შეიქმნება,ან კიდევ სხვა ვარიანტის ჩემპიონატის შექმნის შედეგად,სხვა ვარიანტში ჩვენ ჩემპიონატს ვერაფერი ვერ გააძლიერებს,საქართველოს ჩემპიონატი იქნება ყოველთვის იმ დონის,რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს,მაშინ იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა,პირველი ლიგა და მეორე ლიგა,შემდეგ მოდიოდა საქართველოს ჩემპიონატი და დღეს იმ საქართველოს ჩემპიონატი გვაქვს,რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს და ასე იქნება მუდამ,სანამ ჩვენი ფედერაცია,რამეს არ მიოფიქრებს,ეს ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
roma
19 მაისი 2016 15:31
0
დინამო თუ არ გაძლიერდა შორს ვერ წავალთ. იმედია 2-3 კარგ ფეხბურთელს დაიმატებს...
11
19 მაისი 2016 14:46
0
ერთი ის იმედი რჩება რომ ევროლიგის სამივე მონაწილე საქართველოდან მოახერხებენ ღირსეულად გამოსვლას.სამტრედიას და დილას დიდი იემდი მაქვს, თუმცა არც ჩიხურა იქნება ადვილი ნადავლი შესარჩევ ეტაპზე , იცის ფრუიძემ რა და როგორ უნდა ქნას.
jango
19 მაისი 2016 13:27
0
მეტი არ იყოს ჩემი მტერი, ამ დინამომ რამე სასახელო თამაში აჩვენოს საკვალიფიკაციო ეტაპზე! უფრო მგონია
GIO
19 მაისი 2016 10:37
0
ასეთი უსუსური ფეხბურთით დინამო თავს მოგვჭრის ევროპაში! მთელი ფედერაციის წარგზავნილები მატჩებზე მსაჯებიანად დინამოს ეხმარება მაგრამ გეგუჩაძეს დროს გუნდი უფრო გააზრებულ ფეხბურთს ტამაშობდა ვიდრე ამ ბერძენის ხელში!
GIO
19 მაისი 2016 10:30
0
სამტრედია ამ მომენტში დინამოზე ძლიერია
guka
19 მაისი 2016 10:25
0
Is rac gushin vixilet kutaishi es fexburti ar iko.es iko antifexburti.vis unda mougon xalxo amatma ar gamagijot raa.soflis chempionati gamaxsenda komunistebis dros ro tamashobdnen
Goga
19 მაისი 2016 10:14
0
ასეტი ასპარეზობიტ დინამო ტუნდაც სიონი ვერ დასდზლევენ პირველ ეტაპს.
ანატოლი
19 მაისი 2016 10:01
0
რაუნდაქნან ერთ გუნდს თუ გაცდნენ კარგია აქ ფულზე არაა შეძლება უფრო დაბალბიუჯეტიანი კლუბი გავიდეს ევროპალიგაზე მთავარი მონდომება და მოტივაციაა
givi
19 მაისი 2016 09:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული