"ალავესი" დიდხანს სჯობდა "როხიბლანკოს", იყო იბაი გომესის სახიფათო დარტყმა, იყო ძელი, თუმცა ყველაზე აშკარა საგოლე მომენტი მაინც მადრიდულ კლუბს ჰქონდა, რომელმაც 78-ე წუთზე კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასული ნიკო გაიტანი უნიათოთ მოიქცა. ასე დაკარგა დიეგო სიმეონეს გუნდმა მორიგი ორი ქულა. რით დაგვამახსოვრა თავი ამ შეხვედრამ? რა თქმა უნდა, დეივერსონისა და დიეგო გოდინის ინციდენტით,
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "შედეგი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვენი თამაშის შინაარსი. მეტოქე გვჯობდა, განსაკუთრებით, ინტენსივობასა და საჰაერო დუელებში. მხოლოდ გაიტანის შანსს თუ გამოვყოფთ, რომელსაც მეკარემ აჯობა. კარასკო შეცვლით უკმაყოფილო დარჩა? ის სხვებზე ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ რაღაც უნდა შემეცვალა".
"ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია ალეშანდრე პატოს გარეშე დაასრულა, "ტიანძინის" მომავალი ფორვარდის გარეშე მოთამაშე "ვილიარეალმა" 2:0 მოუგო "გრანადას". ორივე გოლი სტანდარტულებს მოჰყვა, პირველი - საჯარიმოს, მეორე - კუთხურს.
"ეიბარმა" "დეპორტივოს" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა - 3:1. ამ შეხვედრაში "რეალის" ლეგენდა მიჩელის ვაჟმა ადრიანმა გაიბრწყინა, მის ანგარიშზე გოლს პლუს საგოლე პასია. სერხი ენრიჩმაც გოლს პლუს პასი მიითვალა.
სევილიაში მომხდარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ტექნოლოგიები ფეხბურთში. ლა ლიგაში გოლის განმსაზღვრელი ტექნოლოგია რომ მოქმედებდეს, "ბარსელონას" ერთით მეტი გოლი ექნებოდა ანგარიშზე, ახლა კი "ბეტისს" 1:1 დაუზავდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ბურთი რამდენიმე ათეული სანტიმეტრით შიგნით იყო, როცა ის "ბეტისის" მცველმა გამოიტანა.
საინტერესოა, რა ფუნქციაა აქვს კარის უკან მდგომ მსაჯს, თუ ეს ვერ დაინახა? უნდა დაამკვიდროს თუ არა ლა ლიგამ ეს ტექნოლოგია? "მარკას" მკითხველთა 91% მიიჩნევს, რომ - აუცილებლად! ისე, გოლს რომ თავი დავანებოთ, იმ ეპიზოდში ნეიმარის წაქცევისთვის პენალტიც დასანიშნავი იყო.
ისე, ბარსას კარში გოლის ავტორი ალექს ალეგრია ჩივის, რომ იმდენად კარგად ვითამაშეთ, ფრე ჩვენთვის მტკივნეული შედეგიაო. მართლაც, "ბარსა" ხომ მარცხს 90-ე წუთზე გადაურჩა, როცა ლეო მესიმ ლუის სუარესი მოძებნა და ამ უკანასკნელმაც სეზონში მე-16 გოლი გაიტანა.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "როგორც ადრე ვამბობდი, ტექნოლოგიები ფეხბურთში საჭიროა. როგორც ჩანს, ლა ლიგაში მსაჯებს დახმარება ესაჭიროებათ".
"ბარსამ" ვერ მოიგო, მაგრამ მეორე ადგილზე გადავიდა, რადგან "სევილია" სულაც დამარცხდა - ბარსელონაში "ესპანიოლთან" - 1:3. აღსანიშნავია, რომ პენალტი ანდალუსიელებს ექსსევილიელმა ხოსე ანტონიო რეიესმა გაუტანა. ხორხე სამპაოლის გუნდისთვის ყველაფერი მე-2 წუთზევე აირია, როცა ნიკოლა პარეხა გააძევეს. 10-კაციანმა "სევილიამ" ერთხელ გაათანაბრა (ისევ იოვეტიჩი), მაგრამ მეტი ვეღარ გაძლო და ორი გოლი გაუშვა.
"სევილიას" აქილევსის ქუსლი სტუმრად თამაშია და არ არის გასაკვირი, რომ 10 კაცით ანდალუსიელებმა მარცხი იწვნიეს. "ესპანიოლის" რიგებში, ვეტერანი რეიესის გარდა, გამოვყოფთ ერთ-ერთი გოლის ავტორ მარკ ნავაროს.
მდევრების წაფორხილებით შესანიშნავად ისარგებლა მადრიდის "რეალმა", რომელმაც ბასკურ "რეალ სოსიედადს" 3:0 მოუგო. სეზონში მე-13 გოლი გაიტანა კრიშტიანო რონალდომ.
XX ტური
ოსასუნა-მალაგა 1:1
გოლები: 1:0 ჩაუშიჩი (76), 1:1 ნაჩო კამაჩო (79)
ოსასუნა (5-3-2): მ. ფერნანდესი - ბერენგერი, უ. გარსია, ოიერი, დ. გარსია, კლერკი - ი. გარსია, ჩაუშიჩი, რ. ტორესი (76. დე ლას კუევასი) - ს. ლეონი (82. რომერო), რიერა (46. კოდრო)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ლ. ერნანდესი, დემიკელისი, ხუან კარლოსი - რესიო (46. შარლესი), ნაჩო კამაჩო - ხუანპი (55. კეკო), ფორნალსი, გ. კასტრო - მ. სანტოსი (79. ონტივეროსი)
გამოუყენებელი პენალტი: მ. სანტოსი (19)
მაყურებელი: 14 262
ვილიარეალი-გრანადა 2:0
გოლები: 1:0 ბრუნო სორიანო (42), 2:0 ა. გონსალესი (73)
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, ა. გონსალესი, ბონერა, ხოსე ანხელი - ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი - ჯონ. დოს სანტოსი, რ. სორიანო (63. ა. ლოპესი), კასტილიეხო (80. ლ. სუარესი) - სანსონე (87. რ. ერნანდესი)
გრანადა (5-3-2): ოჩოა - ფულკიე, ჰონგლა, სონიე (74. კრავეცი), ინგასონი, გ. სილვა - კუენკა, სამპერი, მალე (81. ატცილი) - ა. რამოსი, პონსე (60. ბოგა)
მაყურებელი: 15 152
ალავესი-ატლეტიკო 0:0
ალავესი (4-4-2): პაჩეკო - კიკო, ლაგუარდია, ფედალი, ტ. ერნანდესი - მ. ლორენტე, კამარასა (77. კ. სანტოსი), მ. გარსია, იბაი გომესი (65. ე. მენდესი) - ტოკერო (84. ვიგარაი), დეივერსონი
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი (56. სავიჩი), გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო (62. ფ. ტორესი), კოკე, ს. ნიგესი, გაიტანი - გრიზმანი, გამეირო (60. ა. კორეა)
მაყურებელი: 19 152
ეიბარი-დეპორტივო 3:1
გოლები: 1:0 ა. გონსალესი (4), 2:0 ენრიჩი (15), 2:1 ჩოლაქი (19), 3:1 ლეჟონი (72)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - კაპა, გალვესი, ლეჟონი, ლუნა (65. პენია) - ა. რივერა, დ. გარსია - პედრო ლეონი, ა. გონსალესი, ინუი (71. არბილია) - ენრიჩი (90. ბებე)
დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - გილერმე, ბორხესი (83. მ. მორენო) - ხილი (73. ხოსელუ), ჩოლაქი, გამა (62. კაკუტა) - ანდონე
მაყურებელი: 5 617
ლეგანესი-სელტა 0:2
გოლები: 0:1 ლემოსი (32), 0:2 გუიდეტი (66-პენ)
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ვ. დიასი, მანტოვანი, ინსუა, მარინი - რ. პერესი, ტიმორი (53. ლუსიანო) - უ. ლოპესი (73. მაჩისი), გაბრიელი, შიმანოვსკი (73. სამუელი) - გერერო
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, ს. გომესი, ფონტასი, პლანასი - რადოია, პ. ერნანდესი - ლემოსი (79. ხონი), სენე (90. ხოსაბედი), სისტო - ჯ. როსი (43. გუიდეტი)
მაყურებელი: 10 123
ბეტისი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 ალეგრია (75), 1:1 ლ. სუარესი (90)
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი, მანდი, პეცელა, ტოსკა, დურმისი - პარდო (69. დონკი), პეტროში (86. რ. ნავარო), სებალიოსი - ალეგრია (85. ნ. ლეივა), რ. კასტრო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ა. ვიდალი, პიკე, მატიო, დინი (68. ალბა) - დ. სუარესი (59. ანდრე გომეში), რაკიტიჩი, არდა თურანი (68. ს. რობერტო) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მაყურებელი: 43 790
ესპანიოლი-სევილია 3:1
გოლები: 1:0 ხ. რეიესი (4-პენ), 1:1 იოვეტიჩი (20), 2:1 მ. ნავარო (45), 3:1 ჯ. მორენო (71)
ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მ. ნავარო, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ხურადო, ფუეგო - ე. პერესი (64. როკა), ხ. რეიესი (83. ა. ვასკესი), პიატი (74. ვ. ალვარესი) - ჟ. მორენო
სევილია (4-1-3-2): ს. რიკო - მარიანო, რამი, პარეხა, ესკუდერო - ნ'ზონზი - ფ. ვასკესი (59. ვიეტო), ნასრი, სარაბია - ბენ იედერი (7. ლანგლე), იოვეტიჩი (70. იბორა)
გაძევება: პარეხა (2)
მაყურებელი: 22 974
ბილბაო-სპორტინგი 2:1
გოლები: 0:1 ჩოპი (27-პენ), 1:1 მუნიაინი (50), 2:1 ადურისი (71-პენ)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ბოვედა, ლაპორტი, ბალენზიაგა - ბენიატი (72. იტურასპე), სან ხოსე - ლეკუე (46. ვილიამსი), რაულ გარსია (91. მ. რიკო), მუნიაინი - ადურისი
სპორტინგი (4-1-3-2): კუელიარი - ლ. კასტელიანო, ბაბენი (35. ს. ალვარესი), ამორებიეტა, კანელია (77. ბურგუი) - კარმონა - ხ. ტორესი, ი. ლოპესი, ვ. როდრიგესი - ვიგერა (63. მ. გომესი), ჩოპი
მაყურებელი: 41 657
რეალი-სოსიედადი 3:0
გოლები: 1:0 კოვაჩიჩი (38), 2:0 რონალდო (51), 3:0 მორატა (82)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, ვარანი, ს. რამოსი, ნაჩო - კროოსი, კაზემირო, კოვაჩიჩი (78. ისკო) - ლ. ვასკესი (84. ასენსიო), ბენზემა (66. მორატა), რონალდო
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, რ. ნავასი, ი. მარტინესი, კ. როდრიგესი - ზურუტუზა, ილიარამენდი, კანალესი (78. გრანერო) - ხუანმი, ვილიან ჟოზე (57. ჩაბი პრიეტო), ოიარზაბალი (57. ველა)
გაძევება: ი. მარტინესი (74)
მაყურებელი: 72 000
ორშაბათი. 30 იანვარი
ლას პალმასი-ვალენსია 23:45
ბომბარდირები: 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვილიან ჟოზე (სოსიედადი).
მომდევნო ტური
3 თებერვალი:
დეპორტივო-ბეტისი;
4 თებერვალი:
მალაგა-ესპანიოლი, ბარსელონა-ბილბაო, სპორტინგი-ალავესი, ვალენსია-ეიბარი;
5 თებერვალი:
სევილია-ვილიარეალი, ატლეტიკო-ლეგანესი, რეალ სოსიედადი-ოსასუნა, სელტა-რეალი;
6 თებერვალი:
გრანადა-ლას პალმასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"