"ვილიარეალის" პრეზიდენტი "რეალს" მსაჯების მოსყიდვაში ადანაშაულებს

AutoSharing Option
"ვილიარეალის" პრეზიდენტი ფერნანდო როიგი მადრიდის "რეალთან" (2:3) მატჩის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

"რეალი" ანგარიშით 0:2-ს აგებდა, თუმცა სამი გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება შეძლო.

- ლა ლიგა. XXIV ტური: ატლეტიკოლოგი მესი [VIDEO]

ერთ-ერთი გოლი პენალტიდან გავიდა. "ვილიარეალის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში არბიტრი ხესუს ხილ მანსანო მადრიდულ კლუბს დაეხმარა.

"მანსანომ და მისმა დამხმარეებმა სტადიონი "რეალის" ჩანთებით დატოვეს. ჩემი აზრით, ეს არასწორია. პენალტის შემდეგ, რომელიც არ იყო, "რეალის" "ქამბეკზე" საუბ
არი არ ღირს. ყველა ამტკიცებს, რომ ეს რიკოშეტი იყო, მაგრამ რიკოშეტი პენალტი არ არის", - აღნიშნა როიგმა Radio Marca-სთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ რეკაშეტიანი ბურთი კარს 100%-ით სცდება და ხელში მოხვდა, ეგ პენალტი არცერთ შემთვევაში არ არის, თუმცა მსაჯს ააქვს უფლება დადოს.
0
ეს კაცი მართალია როცა აღნიშნულ პენალტს განიხილავს,ასეთი არ იდება.
sake
18:56 27-02-2017
0

სიახლეები პოპულარული