29 წლის იბორა, რომელიც "სევილიაში" 2013 წლიდან გამოდიოდა, ინგლისის ექსჩემპიონში 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
ანდალუსიელებმა, ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, მისი თანატოლი არგენტინელი, ევერ ბანეგა დაიბრუნეს. ბანეგა "ინტერში" 2016 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. სერია A-ში 28 თამაშის ჩატარებისა და 6 გოლის გატანის შემდეგ ის "სევილიაში" დაბრუნდა, სადაც წელიწადნახევარი აქვს გატარებული.