ბანეგა - "სევილიაში", იბორა - "ლესტერში"

AutoSharing Option
ესპანური "სევილიას" ნახევარდაცვაში ცვლილებებია. ანდალუსიელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა "ინტერიდან" ევერ ბანეგა დაიბრუნა, ხოლო ვისენტე იბორა "ლესტერში" გაუშვა.

29 წლის იბორა, რომელიც "სევილიაში" 2013 წლიდან გამოდიოდა, ინგლისის ექსჩემპიონში 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ანდალუსიელებმა, ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, მისი თანატოლი არგენტინელი, ევერ ბანეგა დაიბრუნეს. ბანეგა "ინტერში" 2016 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. სერია A-ში 28 თამაშის ჩატარებისა და 6 გოლის გატანის შემდეგ ის "სევილიაში" დაბრუნდა, სადაც წელიწადნახევარი აქვს გატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული