"რეალი" პორტუგალიელებისგან იცლება

AutoSharing Option
პეპეს შემდეგ მადრიდის "რეალი" კიდევ ერთმა პორტუგალიელმა მცველმა, ფაბიუ კოენტრაუმაც დატოვა. "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის მარცხენაფლანგელი მომდევნო ერთი სეზონის განმავლობაში ლისაბონის "სპორტინგში" იჯარით ითამაშებს.

კოენტრაუმ, რომელიც "რეალს" 2011 წელს შეუერთდა, მადრიდულ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 2015/16 წლების სეზონის "მონაკოში" იჯარით გატარების შემდეგ, გასულ სეზონში, მან "რეალის" მაისურით მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა.

პეპესა და კოენტრაუს ტრანსფერები ნიშნავს, რომ "რეალში" მხოლოდ ერთი პორტუგალიელი რჩება. თუმცა, ესპანური პრესის ცნობით, არაა გამორიცხული, ესპანეთის დედაქალაქი კრიშტიანუ რონალდუმაც დატოვოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული