"არ მიმაჩნია, რომ "ოქროს ბურთის" მოგება სიგიჟეა. ბოლო წლებში ამ ჯილდოს ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო იგებენ, თუმცა გვაქვს ფაბიო კანავაროს მაგალითიც, რომელიც ჩემი თანაგუნდელი იყო.
მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრს მივაღწიე და ძალიან კარგი იქნება, თუ "ოქროს ბურთით" დავჯილდოვდები. ეს ისტორიული მომენტი იქნება", - ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.