ვერატი ახალ კონტრაქტზე დაფიქრდა, "ბარსელონა" დიბალაზე გადაერთო

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" "ბარსელონას" საზაფხულო გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. დიდი შანსია, კატალონიელები არა მხოლოდ მარკო ვერატის, არამედ ნეიმარის გარეშეც დარჩნენ, რაც მათ მთავარ სამიზნეს პაულო დიბალას აქცევს.

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი, აგენტად მინო რაიოლას აყვანის შემდეგ, პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების ვარიანტს განიხილავს. თუ ასე მოხდა, "ბარსელონა" 24 წლის ფეხბურთელს დაემშვიდობება.

პარალელურად, "პარი სენ ჟერმენი" კატალონიის დედაქალაქიდან ნეიმარის გადაბირებას ცდილობს და თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, სერიოზულ წარმატებებსაც აღწევს.

- რას ამბობს პრესა? -
ნეიმარი 95%-ით პარიზელია


"ბარსას", ვერატის ერთ-ერთ ალტერნატივად "ლივერპულის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ჰყავდა შეგულებული. თუმცა, თუ ნეიმარმა კლუბი დატოვა, "ბლაუგრანაში" ისეთი ბრაზილიელი აღარ დარჩება, რომელიც სპორტულ დირექტორებს კოუტინიოს გადაბირებაში დაეხმარება.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" მთავარ სატრანსფერო მიზნად პაულო დიბალას ქცევაზე დაფიქრდა. ნეიმარის 222 მილიონად გაყიდვის შემთხვევაში, კატალონიელებს, ტრანსფერებისთვის საკმარისი თანხა ექნებათ. თუმცა, უპრობლემო არც დიბალას შემთხვევაა - "იუვენტუსი" 23 წლის არგენტინელის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, "ბარსელონას" ხელმძღვანელ პირებსა და გულშემატკივრებს წინ ნერვიული ზაფხული ელით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაშინ 24 წლის იყო ეხა 23–ის
გიორგი
16:07 23-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული