ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მბაპე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე "პარი სენ ჟერმენმა" ნეიმარი 222 მილიონად არ შეიძინა.
კილიან მბაპე "მონაკოში" 2013 წელს მივიდა. პირველ გუნდში, 2015 წლის შემდეგ, მან 44 თამაში ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.