რეალი VS ატლეტიკო: ჟოზე მოურინიოს და დიეგო სიმეონეს გეგმები

AutoSharing Option
17 მაისს, საღამოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება: "რეალი" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციაზე არ მისულა, ჟურნალისტებს "ატლეტიკოს" არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ უპასუხა:

"ძალიან ძნელია, ჩვენი და "რეალის" შედარება. "რეალი" უკეთესი გუნდია, მაგრამ ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობების".

ამასობაში გაზეთმა "მარკამ" გამოაქვეყნა სიმეონეს და მოურინიოს "გეგმები", თუ რა გზას უნდა მიმართონ ამ მწვრთნელებმა წარმატების მისაღწევად თასის ფინალში.

სიმეონეს გეგმა
1. არ დატოვოს სივრცეები
სიმეონემ კარგად იცის, რომ თუ "რეალს" სივრცეს
დაუტოვებ, დაგსჯის.

2. სისწრაფე და ბალანსი
თავად სიმეონემ ახსნა, "ყველა ფეხბურთელს თავისი ძლიერი მხარე აქვს". ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი ნახევარდაცვის და შეტევის ხაზებს შორის".

3. ბურთის ეფექტური ფლობა
"ატლეტიკო" ბურთის ფლობაში არ არის ძლიერი, მაგრამ სიმეონემ კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში ეს აუცილებელია.

4. არდა თურანის როლი
თურქმა უნდა შექმნას "ატლეტიკოს" შანსების უმეტესობა.

5. შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა
"რეალის" წინააღმდეგ შეცდომების დაშვება დასჯადია.

მოურინიოს გეგმა
1. ალბიოლი ვარანის ნაცვლად
ამ შემთხვევაში "რეალი" დაცვაში მეორე სართულზე სოლიდური იქნება.

2. მოდრიჩმა ბურთი უნდა დაიჭიროს
ახლა ხორვატი მადრიდელთა რიგებში ყველაზე კარგ ფორმაშია. მან უნდა წარმართოს მადრიდელთა შეტევები.

3. იოზილის და რონალდოს მობილურობა
მათ თავბრუ უნდა დაახვიონ მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს, სხვადასხვა პიზიციაზე.

4. ბენზემას ოდნავ უკან დახევა
ფრანგს შეუძლია კარგად კომბინირება პარტნიორებთან ამ შემთხვევაში.

5. იგუაინი და დი მარია, ენერჯაიზერები
კაკასთან
ერთად ამ წყვილს შეუძლია გუნდის დამუხტვა საჭირო მომენტში, თუ მოურინიო მათ საჭიროებას იგრძნობს. დი მარიას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალი VS ატლეტიკო - დერბი "კოპა დელ რეის" ფინალში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული