ვილანოვა ეს დღეები ნიუ იორკშია, სადაც მორიგ პროცედურებს გადის. "ბარსელონას" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ანდონი სუბისარეტამ უარყო ვილანოვას გაშვების ალბათობა, თუმცა ამან ხმები არ შეაჩერა.
მეტიც, პრესაში უკვე საუბრობენ სავარაუდო შემცვლელზე, "ვალენსიას" 49 წლის მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეზე.
ვალვერდემ სეზონის განმავლობაში შეცვალა არგენტინელი მაურისიო პელეგრინო. ახლა მას "ვალენსია" ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს, მაგრამ მწვრთნელი უარზეა.
ასევე იხილეთ:
"ვალენსიას" ერნესტო ვალვერდე არ ეთმობა