დეულოფეუმ ახლახან 2017 წლამდე გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი, თუმცა ნეიმარის დამატების შემდეგ მისი შანსი, გაისად პირველ გუნდში მოხვდეს, შემცირდა. ამიტომ "ბარსელონა" კარგ ვარიანტს ეძებს, რომ ფეხბურთელი არ დარჩეს უთამაშებელი. დეულოფეუ უკვე გადაიზარდა "ბარსას" სარეზერვო გუნდისთვის და სეგუნდაში თამაში ვერაფერს შემატებს. ჟერარდმა ამ სეზონში სეგუნდა დივიზიონში 18 გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, დეულოფეუს დამატება "აიაქსს" და "რეალ სოსიედადსაც" სურთ.