რაც "ბარსელონამ" "რეალს" ნეიმარისთვის ბრძოლა მოუგო (26 მაისი), ფლორენტინო პერესის მთავარი სამიზნე გარეთ ბეილი გახდა, რომლის დამატებაც "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს რადაც არ უნდა დაუჯდეს, გულში აქვს ამოჭრილი.
მადრიდის "რეალი" მზადაა, ბეილის სანაცვლოდ "ტოტენჰემს" 100 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის შემდეგ კი ტრანსფერებში მსოფლიოს რეკორდსმენი უელსელი გახდება, რომელიც კრიშტიანო რონალდოს (94 მილიონი ევრო) გადაუსწრებს.
ამბობენ, დენიელ ლევიმ ერთი თვის წინ "რეალს" 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოსთხოვაო, ეს კი 116
"მარკა" ამტკიცებს, რომ მხარეები ივნისის ბოლოს შეთანხმდნენ, მაგრამ მოილაპარაკეს, რომ ეს შეთანხმება არ მოხვედრილიყო პრესაში. ბეილი 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს "რეალთან" და სეზონში 9-10 მილიონ ევროს მიიღებს.
"რეალი" 80-85 მილიონს პლუს ფაბიო კოენტრაოს სთავაზობს ლონდონურ კლუბს. ამის შესახებ კი კლუბების ბოსები ამერიკული ტურნეს დროს მოილაპარაკებენ.
ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედს" გარეთ ბეილი მოუნდა