ხერარდო "ტატა" მარტინო: ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "ნიუელდ ოლდ ბოისის" სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე შეკრებილ ჟურნალისტებს "ტატამ" შემდეგი რამ განუცხადა:

"მადლობელი ვარ იმის გამო, რომ "ბარსელონაში" ჩემზე იფიქრეს. ასეთ შანსს ნამდვილად არ ველოდი. სეზონის დასრულების შემდეგ დასვენებას ვაპირებდი, როდესაც "ბარსადან" დამიკავშირდნენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მოულოდნელი და ამავე დროს, საამაყო იყო. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა".

მარტინომ ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა, რომელმაც თანამემამულე სპეციალისტი არაერთხელ შეაქო:

"როდესაც "ბარსელონას" მწვრთნელი ხარ, ეს ნიშნავს, რომ
მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებს ავარჯიშებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყოველდღ
იური მუშაობის შედეგად, ლეო ძველებურად თამაშს გააგრძელებს და კვლავ ისეთი საოცარი ფეხბურთელი იქნება, როგორიც დღესაა. ჩემი დანიშვნის დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მესის აზრიც გაითვალისწინეს". 

ჟურნალისტებმა მარტინოს "ბარსელონას" ფილოსოფიის შესახებაც ჰკითხეს: "ჩვენ ყველამ კარგად ვიცით "ბარსას" ისტორია. ვიცით, რომ ეს გუნდი გარკვეული სათამაშო სტილის მიმდევარია. შევხედავთ, თუ რას შევმატებთ ფეხბურთელებს, რომლებიც უკვე ძალიან ძლიერები არიან. "ბარსას" ჩამოყალიბებული სტილი და ფილოსოფია აქვს და სწორედ ჩვენ უნდა მოვერგოთ მას და არა პირიქით".

დაბრუნება 22 წლის შემდეგ
მოგახსენეთ, რომ ფეხბურთელის რანგში ხერარდო მარტინომ 1991 წელს რამდენიმე თვე "ტენერიფეში" გაატარა. საინტერესოა, რომ პრიმერაში დებიუტი არგენტინელს სწორედ "ნოუ კამპზე" ჰქონდა. 1991 წლის 2 მარტს გამართულ შეხვედრაში მარტინომ 90 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი 0:1 წააგო. "ბარსელონას" მხრიდან ერთადერთი გოლი ხრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ "დრიმ თიმში" თამაშობდა სამი ადამიანი, რომელთანაც "ტატას" აქტიურად მოუწევს თანამშრომლობა.

სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი და ახალგაზრდული დეპარტამენტის ტექნიკური დირექტორი გილერმო ამორი - "ბარსელონას" სამივე ლეგენდა იმ დღეს მოედანზე იყო და მარტინოს წინააღმდეგ თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინოს "ბარსელონას" შემადგენლობა "ბაიერნთან" მატჩისთვის ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული