"მადლობელი ვარ იმის გამო, რომ "ბარსელონაში" ჩემზე იფიქრეს. ასეთ შანსს ნამდვილად არ ველოდი. სეზონის დასრულების შემდეგ დასვენებას ვაპირებდი, როდესაც "ბარსადან" დამიკავშირდნენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მოულოდნელი და ამავე დროს, საამაყო იყო. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა".
მარტინომ ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა, რომელმაც თანამემამულე სპეციალისტი არაერთხელ შეაქო:
"როდესაც "ბარსელონას" მწვრთნელი ხარ, ეს ნიშნავს, რომ
ჟურნალისტებმა მარტინოს "ბარსელონას" ფილოსოფიის შესახებაც ჰკითხეს: "ჩვენ ყველამ კარგად ვიცით "ბარსას" ისტორია. ვიცით, რომ ეს გუნდი გარკვეული სათამაშო სტილის მიმდევარია. შევხედავთ, თუ რას შევმატებთ ფეხბურთელებს, რომლებიც უკვე ძალიან ძლიერები არიან. "ბარსას" ჩამოყალიბებული სტილი და ფილოსოფია აქვს და სწორედ ჩვენ უნდა მოვერგოთ მას და არა პირიქით".
დაბრუნება 22 წლის შემდეგ
მოგახსენეთ, რომ ფეხბურთელის რანგში ხერარდო მარტინომ 1991 წელს რამდენიმე თვე "ტენერიფეში" გაატარა. საინტერესოა, რომ პრიმერაში დებიუტი არგენტინელს სწორედ "ნოუ კამპზე" ჰქონდა. 1991 წლის 2 მარტს გამართულ შეხვედრაში მარტინომ 90 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი 0:1 წააგო. "ბარსელონას" მხრიდან ერთადერთი გოლი ხრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ "დრიმ თიმში" თამაშობდა სამი ადამიანი, რომელთანაც "ტატას" აქტიურად მოუწევს თანამშრომლობა.
სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი და ახალგაზრდული დეპარტამენტის ტექნიკური დირექტორი გილერმო ამორი - "ბარსელონას" სამივე ლეგენდა იმ დღეს მოედანზე იყო და მარტინოს წინააღმდეგ თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინოს "ბარსელონას" შემადგენლობა "ბაიერნთან" მატჩისთვის ცნობილია