ნეიმარი: ბედნიერი ვარ ჩემი კუმირის, ლიონელ მესის გვერდით, რომ ვთამაშობ

AutoSharing Option
30 ივლისს გდანსკში "ლეხიას" წინააღმდეგ პირველად მოირგო "ბარსელონას" მაისურა 21 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა. ის 79-ე წუთზე შევიდა ალექსის სანჩესის ნაცვლად.

მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა თქვა:

"ჩემი ოცნება ასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დრო მჭირდება საუკეთესო ფორმაში შესასვლელად, ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი კუმირის, ლიონელ მესის გვერდით თამაში შემიძლია. ყველაფერს გავიღებ, რომ "ბარსელონას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო".

შეგახსენებთ, რომ "ლეხიასთან" შეხვედრა 2:2 დასრულდა, რომ არა ლიონელ მესის გოლი, "ბარსა" უკვე მეორედ დამარცხდებოდა წინასასეზონო მატჩებში.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე
იხილეთ:

ნეიმარმა "ბარსელონაში" პირველად ითამაშა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული