ნეიმარი: ჩემი სათამაშო სტილის შეცვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ნეიმარმა ახალ გუნდში ადაპტაციის შესახებ ისაუბრა.

"ნებისმიერ შეხვედრაში ამხანაგურ იქნება ის თუ ოფიციალური ერთნაირად ვარ მოტივირებული.

მიხარია "ბარსელონაში" რომ ავღმოჩნდი. "სანტოსთან" შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ მომიწევს თამაში, მაგრამ ახლა ჩემი ახალი გუნდის ღირსება უნდა დავიცვა.

კლუბში ფეხბურთელებს ვეცნობი, ატმოსფერა გუნდში იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმოვიდგენდი, ყველაფერით კმაყოფილი ვარ.

მესისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის შესანიშნავი ადმიანია, ნამდვილი ლიდერი და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი. აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო.

ასევე კარგი ურთიერთობა მაქვს მარტინოსთან, ის ბევრს
ელაპარაკება ფეხბურთელებს, მე მას ყოველ დღე ვესაუბრები. შესანიშნავი მწვრთნელია.

ამჟამად ჩემს ფიზიკურ ფორმაზე ვმუშაობ, ყოველ დღე უფრო ძლიერი ვხვდები. რამდენიმე კილოგრამი დავიკელი გლანდების ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

რომარიო, რონალდო და რონალდინიო "ბარსელონას" გამოჩენილი ფეხბურთელები იყვნენ. მეც ვაპირებ კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო.

ჩემი სათამაშო სტილის შეცვლას არ ვაპირებ. მოედანზე ის უნდა ვიყო, რაც ვარ. არ მგონია, რომ ეს ვინმეზე ცუდად იმოქმედოს",
- თქვა ნეიმარმა.

მომზადებულია barcastuff-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ნეიმარის წინამორბედები: "ბარსელონას" 11 ნომრები
ნეიმარი: ბედნიერი ვარ ჩემი კუმირის, ლიონელ მესის გვერდით, რომ ვთამაშობ

ნეიმარმა "ბარსელონაში" პირველად ითამაშა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული