ლიონელ მესიმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" (1:1) ესპანეთის სუპერთასის მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მარცხენა თეძოში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც ის მოედანზე ფაბრეგასით შეცვალეს.

22 აგვისტოს ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"მიუხედავად იმისა, ფინალია ეს თუ არა, არ ვხედავთ საჭიროებას, ტრავმირებული ფეხბურთელი მოედანზე გვყავდეს",
- განაცხადა ხერარდო მარტინომ მატჩის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მომზადებულია www.fcbarcelona.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ატლეტიკო-ბარსელონა 1:1 - სუპერთასის გამარჯვებული კატალონიაში გამოვლინდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული