დავიდ ვილია: არბიტრს ბუსკეტსი რომ გაეძევებინა, ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ "ბარსელონასთან" (1:1) ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მიხარია, რომ გავიტანე, მაგრამ ცუდია, გამარჯვება რომ ვერ მოვიპოვეთ.

დიდ ძალისხმევად დაგვიჯდა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში და უფრო მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე ფრეს.

ბუსკეტსის ეპიზოდი, რომლისთვისაც არბიტრს თავისუფლად შეეძლო, მეორე ყვითელი ბარათი ეჩვენებინა, საკვანძო მომენტი გახდა, ხოლო ჩვენ პირველ ტაიმში არბიტრი ხშირად გვაფრთხილებდა.

ბუსკეტსი გადარჩა, თუმცა არბიტრი სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ეს შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო, რადგან მაშინ 1:0-ს ვიგებდით.

რას ვიზამთ, არბიტრებიც ადამიანები არიან, რომლებსაც შეცდომები მოსდით",
- თქვა
ვილიამ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მომზადებულია TVE-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ატლეტიკო-ბარსელონა 1:1 - სუპერთასის გამარჯვებული კატალონიაში გამოვლინდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული