ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური: მესის სამი, რონალდოს პირველი [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში სამი უაღრესად საინტერესო თამაში გაიმართა - მადრიდში "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა, სან სებასტიანში სტუმრად "ატლეტიკო" ჩავიდა, "ვალენსია" კი "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

ისკომანია მადრიდში
მადრიდულ-ბასკური დაპირისპირება "რეალის" და "ატლეტიკის" თამაშით გაიხსნა. "სამეფო კლუბი" უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა, რაც სამ გოლშიც აისახა.

მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ისკომ, ვინც დუბლი შეასრულა და "რეალის" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 21 წლის ნახევარმცველმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, 72-ეზე კი საკუთარი გუნდის მესამე გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საგოლე პასის ავტორად ქარიმ
ბენზემა მოგვევლინა, რომლის მადრიდიდან წასვლაზეც ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობდნენ. კიდევ ერთი საგოლე პასი კი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა - არგენტინელი თითქოს "რეალს" ტოვებდა, მაგრამ ზედ თამაშის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, დი მარიას ტრანსფერს ვეტო თვით კარლო ანჩელოტიმ დაადო.

სეზონში თავისი პირველი ბურთი გაიტანა კრიშტიანო რონალდომ - პორტუგალიელის გოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან რონალდომ თავი ზედ საფინალო სასტვენის წინ გამოიჩინა და "ატლეტიკს" გოლი გასახდელში გაატანა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს - გოლი იბაი გომესის ანგარიშზეა.

"რეალმა" "ბილბაოს" ზედიზედ მერვე თამაში მოუგო და კვლავ მინიმუმ სამი ბურთი გაუტანა.

Sportall.Ge

შესანიშნავი "ატლეტიკო"
ბასკების და მადრიდელების მეორე შეხვედრაც დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" კვლავ სოლიდური შთაბეჭდილება დატოვა და სან სებასტიანიდან სამი ქულა წაიღო. შეხვედრის გმირი დავიდ ვილია გახდა - ასტურიელმა ფორვარდმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. თავი ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულმა კოკემაც გამოიჩინა, ვისი გოლიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტიბო კურტუას თამაში - რომ არა ბელგიელი კიპერის დამაჯერებელი გარჯა, "ატლეტიკო" ამ თამაშს ვერ მოიგებდა. მართალია, ახალგაზრდა კიპერი ჩაბი პრიეტოს დარტყმის მომენტში უძლური იყო, მაგრამ კურტუამ საკუთარი გუნდი არაერთ ეპიზოდში იხსნა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც დამსახურებულად გახდა.

წყალქვეშა ნავი კვლავ ზედაპირზეა
"ვილიარეალმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" "ოსასუნა" გაანადგურა. ნავარაში გამარჯვება, როგორც წესი, ყველა გუნდს უჭირს, თუმცა "ყვითლებმა" სამი ქულა საკმაოდ იოლად მოიპოვეს. პრიმერა დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა ჟერემი პერბემ - "მონსის" ყოფილმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა, რასაც ახალგაზრდა მექსიკელის, ხავიერ აკინოს შედეგიანი დარტყმა მოჰყვა, საბოლოო ანგარიში კი ცვლილებაზე შემოსულმა იკეჩუკვუ უჩემ დააფიქსირა.

ტურის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა მადრიდში მოხდა - წინა ტურში "ატლეტიკოსგან" განადგურებულმა "რაიო ვალეკანომ" "ლევანტეს" უმასპინძლა და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, 1:2 წააგო. გადამწყვეტი გოლი ანდრეას ივანშიტცმა არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანა - გამოცდილმა ავსტრიელმა პრიმერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ლუის ენრიკეს "სელტა" "გრანადას" დაუზავდა. "ბალაიდოსზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში რაფაელ ალკანტარამ გახსნა - "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა პრიმერაში პირველი გოლი გაიტანა. "გრანადა" "რაიო ვალეკანოდან" გადასულმა პიტიმ გადაარჩინა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.

ანდალუსიური პარიტეტი
ანდალუსიურმა დერბიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. "სევილია" წყვილის აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ უნაი ემერის შეგირდებმა ქულა ძლივს გადაარჩინეს. მართალია, მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას ორჯერ აგებდნენ. მასპინძელთა რიგებში გამოირჩეოდა კევინ გამეირო, რომელმაც "სევილიაში" პირველი გოლები გაიტანა და დუბლი შეასრულა.

"სევილიამ" "მალაგას" ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოუგო. ბერნდ შუსტერის გუნდმა ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანა და პირველი ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურში პრიმერას ხუთივე ანდალუსიურმა კლუბმა ფრედ ითამაშა. "სევილიას", "მალაგას" და "გრანადას" გარდა, თითო ქულა ასევე "ბეტისმა" ("ესპანიოლთან") და "ალმერიამ" ("ელჩესთან") მოიპოვეს.

მესის პირველი ჰეთ თრიქი
ტურის მეორე გამორჩეული მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა, სადაც სტუმრად "ბარსელონა" ჩავიდა. კატალონიელებმა ლიონელ მესის და სესკ ფაბრეგასის კარგი თამაშის წყალობით მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერობა შეინარჩუნეს. არგენტინელმა პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც ტაიმის ბოლომდე სიმშვიდემ დაისადგურა.

აი, მატჩის მთავარი მოვლენები კი პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე განვითარდა. ჯერ მესიმ შეასრულა ჰეთ თრიქი, რასაც ელდერ პოშტიგას დუბლი მოჰყვა - პორტუგალიელმა ორივე გოლი არბიტრის მიერ დამატებულ დროში გაიტანა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა.

მეორე ნახევარი შედარებით მოსაწყენი გამოდგა. გუნდებს საგოლე მომენტები კი ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, 2:3 და "ბარსამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

შეხვედრის ერთ-ერთი გმირი, მესისთან და პოშტიგასთან ერთად, სესკ ფაბრეგასი გახდა - "ბარსელონას" 4-იანმა ორი საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, მესის მესამე გოლის დროს საგოლე კომბინაცია სწორედ მან წამოიწყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

III ტური

ალმერია-ელჩე 2:2
გოლები: 1:0 სორიანო (11), 1:1 ედუ ალბაკარი (32-პენ), 2:1 ვერსა (45-პენ), 2:2 ბოაკიე (90)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, პელერანო, ანხელ ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, მარკოს ტებარი - ალექს ვიდალი (90. იუნ-გიუ კიმი), სორიანო (73. აზიზი), სუსო - როდრი (82. ოსკარ დიასი)
ელჩე (4-4-2): მანუ ერერა - საპუნარუ (78. მანტეკონი), ბოტია, ლომბანი, ედუ ალბაკარი - კარლეს ხილი, კ. სანჩესი, რუბენ პერესი, ფიდელი (63. აარონ ნიგესი) - მანუ დელ მორალი (63. ბოაკიე), კორომინასი
გაფრთხილება: დუბარბიერი, ვერსა, პელერანო, სუსო - ბოტია, საპუნარუ, ლომბანი, რუბენ პერესი, აარონ ნიგესი
გაძევება: დუბარბიერი (67. ალმერია)
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-15 (5-10); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 9 781

რაიო-ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 რუბენ გარსია (26), 1:1 ლარივეი (79), 1:2 ივანშიტცი (90)
რაიო ვალეკანო (4-3-2-1): რუბენი - ტიტო, არბილია, გალვესი, ნაჩო მარტინესი - საულ ნიგესი, ტრაშორასი, ადრიანი (56. ლარივეი) - ბანგურა, იაგო ფალკე (5. ადრი ემბარბა - 70. სება ფერნანდესი) - ა. ბუენო
ლევანტე (4-3-2-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - სერჟიო პინტუ (62. დიოპი), რუბენ გარსია (64. ელ ჟარი), ელ ადუა - სუმეტრა, პედრო რიოსი (72. ივანშიტცი) - დავიდ ბარალი
გაფრთხილება: ადრიანი, გალვესი, ა. ბუენო, ტრაშორასი - პედრო ლოპესი, დავიდ ბარალი, ხუანფრანი
გაძევება: ბანგურა (60. რაიო ვალეკანო)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 22-6 (9-2); ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 8 890

სელტა-გრანადა 1:1
გოლები: 1:0 რაფაელ ალკანტარა (29), 1:1 პიტი (62)
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, დავიდ კოსტასი, ფონტასი, აურტენეჩე - ალექს ლოპესი, ტონი, რაფაელ ალკანტარა (65. კრონ-დელი) - ა. ფერნანდესი (87. მადინდა), ნოლიტო (82. დავიდ როდრიგესი) - შარლესი
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, ანგულო - იტურა, ბრაჰიმი (72. ალვარო გარსია), ფრან რიკო - პიტი (75. იებდა), დანი ბენიტესი (55. ბუონანოტე) - რიკი
გაფრთხილება: ფონტასი - დანი ბენიტესი, ფრან რიკო
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 17-3 (4-1); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 23 000

ვალიადოლიდი-ხეტაფე 1:0
გოლი: 1:0 მარკ ვალიენტე (47)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, მარკ ვალიენტე, ხესუს რუედა, პენია - ლუის სასტრე, ალვარო რუბიო - ომარ რამოსი (84. ბარახა), ოსკარ გონსალესი, ბერგდიხი (75. რამა) - ხავი გერა (88. მანუჩო)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ალექსისი, რაფა (78. მოსკერა), ს. ესკუდერო - ბორხა, ლასენი (71. სარაბია) - პედრო ლეონი, დიეგო კასტრო, ლაფიტა - ა. კოლუნგა (63. ალვარო ვასკესი)
გაფრთხილება: ლუის სასტრე, მანუჩო - რაფა, ს. ესკუდერო
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 19-8; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 16-13 (5-0); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 12 216

ოსასუნა-ვილიარეალი 0:3
გოლები: 0:1 პერბე (22), 0:2 ხ. აკინო (30), 0:3 ი. უჩე (75)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - ოიერი, ლოტიე, არიბასი, ორიოლი - ფ. სილვა (46. დამია), პუნიალი - ე. არმენტეროსი (75. ა. ნუნიესი), სისი, დე ლას კუევასი (57. რობერტო ტორესი) - ორიოლ რიერა
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხაუმე კოსტა - ბრუნო, ტრიგეროსი (69. პინა) - ვ. აკინო, ხონათან პერეირა (73. ი. უჩე), კანი - პერბე (63. ჯოვანი დოს სანტოსი)
გაფრთხილება: ლოტიე, ე. არმენტეროსი, რობერტო ტორესი - კანი, პინა
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 10-6 (4-4); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 12 474

რეალი-ბილბაო 3:1
გოლები: 1:0 ისკო (26), 2:0 კრიშტიანო რონალდო (45), 3:0 ისკო (72), 3:1 იბაი გომესი (79)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო (86. დანი კარვახალი) - ხედირა (70. კაზემირო), მოდრიჩი - დი მარია, ისკო, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (73. ხესე როდრიგესი)
ბილბაო (4-3-3): იაგო - ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა - მიკელ რიკო (46. დე მარკოსი), იტურასპე (46. ერიკ მორანი), ბენიატი - სუსაეტა, ადურისი, მუნიაინი (65. იბაი გომესი)
გაფრთხილება: ხედირა - გურპეგი, ბენიატი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 9-1; კარში დარტყმა: 21-8 (7-2); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 72 231

ესპანიოლი-ბეტისი 0:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, ე. მორენო, კოლოტო, ხუან ფუენტესი - ვიქტორ სანჩესი (86. აბრაამი), დავიდ ლოპესი - სტუანი, პიცი (58. ტიევი), სიმაო (69. ლანსაროტე) - სერხიო გარსია
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ხავი ჩიკა, ამაია, ფიგერასი, ნაჩო (17. ხუანფრანი) - ხავი ტორესი, იგიებორი - მაბვატი, ვერდუ, ხუან კარლოსი (48. მატილია) - მოლინა (71. ბ. როდრიგესი)
გაფრთხილება: სტუანი, აბრაამი - ხავი ტორესი, ამაია, ვერდუ, მატილია
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-8 (3-3); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 23 810

სოსიედადი-ატლეტიკო 1:2
გოლები: 0:1 ვილია (27), 0:2 კოკე (56), 1:2 ჩაბი პრიეტო (69)
სოსიედადი (4-3-2-1): ბრავო - კადამურო, ანსოტეგი (82. რუბენ პარდო), ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა (58. ელუსტონდო), სურუტუსა, ჩაბი პრიეტო - ველა, გრიზმანი - სეფეროვიჩი (67. გრანერო)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, მარიო სუარესი, გაბი, არდა თურანი (87. კ. როდრიგესი) - დიეგო კოშტა (90. ადრიანი), ვილია (83. რაულ გარსია)
გაფრთხილება: სურუტუსა, ბრავო - არდა თურანი, მარიო სუარესი, გაბი, ფილიპე ლუიში
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9-15 (4-8); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 27 604

სევილია-მალაგა 2:2
გოლები: 0:1 პ. მორალესი (40), 1:1 გამეირო (44), 1:2 სანტა კრუსი (68), 2:2 გამეირო (72)
სევილია (4-3-2-1): ხავი ვარასი - კოკე, კალა, ფ. ნავარო, ა. მორენო - მბია (81. იბორა), რაბელიო (56. ვიტოლო), რაკიტიჩი - პეროტი, ბაკა (70. ხაირო სამპეირო) - გამეირო
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - სერხი დარდერი, ტისონე - ოლინგა (61. ელიზეუ), პ. მორალესი (46. პორტილიო), დუდა - სანტა კრუსი (78. ელ ჰამდაუი)
გაფრთხილება: მბია, კალა, რაკიტიჩი - სერხი დარდერი, სერხიო სანჩესი, ანხელერი
გაძევება: დუდა (90. მალაგა)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 15-14 (7-6); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 29 849

ვალენსია-ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 მესი (11), 0:2 მესი (39), 0:3 მესი (41), 1:3 ელდერ პოშტიგა (45), 2:3 ელდერ პოშტიგა (45)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რამი, რ. კოშტა, გუარდადო - ხავი ფუეგო, მიჩელი (82. პარეხო) - პაბონი, ბანეგა (68. ფეგული), კანალესი (69. ჟონასი) - ელდერ პოშტიგა
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ინიესტა, ფაბრეგასი (80. ჯონათან დოს სანტოსი) - პედრო (72. ტელიო), მესი, ნეიმარი (90. სერხი რობერტო)
გაფრთხილება: ჟოაო პერეირა, ბანეგა - ალბა, დანი ალვეში, ნეიმარი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16-18 (11-9); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 55 000

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - ისკო (რეალი), როდრი (ალმერია), დიეგო კოშტა (ატლეტიკო), ელდერ პოშტიგა (ვალენსია)

მომდევნო ტური:

14 სექტემბერი:
ატლეტიკო-ალმერია, ლევანტე-სოსიედადი, ბარსელონა-სევილია, ვილიარეალი-რეალი

15 სექტემბერი:
გრანადა-ესპანიოლი, ხეტაფე-ოსასუნა, მალაგა-რაიო ვალეკანო, ბეტისი-ვალენსია

16 სექტემბერი:
ელჩე-ვალიადოლიდი, ატლეტიკი-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე ნახევარი შედარებით მოსაწყენი გამოდგა. გუნდებს საგოლე მომენტები კი ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, 2:3 და "ბარსამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.- ამ სტატიის ავტორს ეტყობა თამაშისთვის არ უყურებია, მეორე ტაიმში მარტო მესის შეეძლო მინიმუმ 4 ბურთის გატანა,და ამდენივე მომენტი ვალენსია ქონდა,თამაშის ბოლო წუთამდე ვერ იტყოდი გამარჯვებული ვინ გამოვიდოდა და ამას ქვია მოსაწყენი თამაში? ეტყობა თქვენ დილა-მეტალურგს უყურეთ....
giorgi
18:35 02-09-2013
0

სიახლეები პოპულარული