მადრიდის "ატლეტიკომ" "რეალს" 1999 წლის მერე პირველად მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ატლეტიკომ" მადრიდის დერბი მოუგო "რეალს" - 1:0.

მატჩის ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა დიეგო კოშტამ კოკეს პასით გაიტანა. მეორე ტაიმში ანხელ დი მარიას ნაცვლად გარეთ ბეილი გამოვიდა, მაგრამ "სამეფო კლუბს" ვერც მან უშველა.

ახლა დიეგო სიმეონეს გუნდს "ბარსელონას" დარად 21 ქულა აქვს და მასთან ერთად ლიდერობს.

ეს იყო "ატლეტიკოს" პირველი გამარჯვება "რეალზე" 1999 წლის მერე!

"ატლეტიკოს" ისტორიაში სარეკორდოა სტარტზე ზედიზედ 7 გამარჯვება.

თამაშის შემდეგ "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა აღიარა "ატლეტიკოს" უპირატესობა -"ჩვენ გვაკლდა შემართება,
ტემპი, მობილურობა და ურთიერთგაგება სათამაშო რგოლებს შორის - ეს უკვე დამაფიქრებელია.

რაც შეეხება დიეგო კოშტას ის უბრალოდ დიდებული ფორვარდია, მე ყოველთვის მიყვარს საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში"
.

კარლო ანჩელოტი: "ვფიქრობ, პრობლემები იგივეა, რაც წინა მატჩებში - როცა ძალიან კარგად მოთამაშე დაცვით გუდნს ნელა ეთამაშები, წარმატებაზე ფიქრი ძნელია. მით უმეტეს, როცა გოლს უშვებ. ბოლო ორი თამაშია, რაღაც გვაკლია".

კარლო ანჩელოტის "რეალი" ლიდერებს უკვე 5 ქულით ჩამორჩა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის წინ: რეკორდისა და ნავსის გატეხვის მოლოდინი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილიარდი რო ჩადო ამ გუნდს არ ეშველება მოტივაცია და ჟინი აკლიათ VIVA LA BARSAAAAAAAAAAA
sworebs 5 kula
12:35 29-09-2013
0

სიახლეები პოპულარული