"ხეტაფეს" რუმინელ ფეხბურთელს გვარის შეცვლა მოუხდა, რადგან ის ესპანურად "გეის" ნიშნავს

AutoSharing Option
27 სექტემბერს მადრიდის "ხეტაფემ" კონტრაქტი გაუფორმა რუმინელ ფორვარდ ჩიპრიან მარიკას, რომელიც გასულ სეზონში "შალკემ" გაუშვა და აქამდე თავისუფალი აგენტი იყო.

27 წლის ფორვარდი მოხარულია, რომ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში მოუწევს თამაში, მაგრამ მას მოულოდნელი პრობლემა წარმოექმნა.

ადგილობრივებმა ურჩიეს, რომ მაისურზე "ჩიპრიანი" დაიწეროს, რადგან მისი გვარი "მარიკა" ესპანურად ჰომოსექსუალის, გეის შესატყვისია, თანაც, შეურაცხმყოფელი ფორმით.

ასე რომ, რუმინელის 9-ნომრიან მაისურს ამშვენებს წარწერა "ჩიპრიანი". ყოფილი მარიკა ლა ლიგაში მომდევნო ტურიდან ჩაებმება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვე თქვეს , რომ მარიცას დაიწერს. გეის კი მარიკონი ჰქვია ესპანურად, მარიკასაც ეძახიან
levan
23:58 02-10-2013
0
ვაჯკაცი ეგრე არ მოიქცეოდა მშობლები-საგვარეულო-სამშობლო შეარცხვინა.ხვალ რომს ბრაზილიაში მოუწიოს თამაში-და იქ ჩიფრიანი,საგინებელი სიტყვა აღმოჩნდეს?ანანიძე რუსულად-მძრეველს ნიშნავს-онанист.ჩები გვარია ბლიაძე-რუსულად....ბევრი ადამიანი,მათ შორის ქართველებიც,ფულიზა ყველაფერს კისრულობენ.ქეთა თოფურიები,თინა კანდელაკები,სოფიკო შევარდნაძეები....ზურაბ წერეთლები,ბოკერიები,შენგელიები,აბაშიძეები...უამრავი ქართველი შეგნებულად,ბევრიც უტვინობის გამო,გაუზრდელობით,სამშობლოს ფეხებზე დაკიდვითб არ არიან ქართველები-მოღალატეებია.ადამიანიშვენი შვენის თავის სახელს.საქმით მტკიცდება ვინ რას წარმოადგენს და არა სხვა ენაზე ცუდად ჟღერადი სიტყვების ანაკრეფით
Bliadze-Viena
08:47 03-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული