ხუთივე გოლი "სიუდად დე ვალენსიაზე" მე-2 ტაიმში გავიდა. 57-ე წუთზე ჩუმეტრას პასით, ბაბა დიავარამ გახსნა ანგარიში.
61-ე წუთზე "რეალის" კუთხურის შემდეგ სერხიო რამოსმა ანგარიში გაათანაბრა.
86-ე წუთზე ნაბილ ელ-ჟარმა "რეალის" მთელი დაცვა და მეკარე დაიბრიყვა, მაგრამ "ლევანტემ" მაინც ვერ მოახერხა "სამეფო კლუბისთვის" ქულების დაკარგვინება.
ჯერ ალვარო მორატამ გაათანაბრა, შემდეგ კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კრიშტიანო რონალდომ "რეალს" გამარჯვება მოუტანა.
კარლო ანჩელოტი: "ვფიქრობ, გამარჯვება იმითაც იყო მნიშვნელოვანი,
მიხარია, რომ "რეალი" არ დანებდა, ორჯერვე გაათანაბრა და ბოლოს მოიგო.
მორატამ და ხესემ ძალიან კარგად ითამაშეს. მორატას შეუძლია მთავარ გუნდში ითამაშოს. მას ისეთი გამოცდილება არა აქვს, როგორც ქარიმ ბენზემას, მაგრამ აქვს ენთუზიაზმი".
ხოაკინ კაპაროსი (ლევანტე): "ასეთ დროს წაგება კიდევ უფრო მტკივნეულია."