ანდრეს ინიესტა: საერთოდ არ მანაღვლებს, "ბარსელონაში" მერამდენე ვიქნები ხელფასის მიხედვით

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ საკუთარი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა გავიმეორო, რომ ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია.

როცა ორივე მხარეს ურთიერთგაგება სურს, მაშინ პრობლემებიც არაა. "ბარსელონა" ჩემთვის ოჯახივითაა.

საერთოდ არ მანაღვლებს, მერამდენე ვიქნები ხელფასის მიხედვით კლუბში. ფულზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს და ამ ბოლო წლების განმავლობაში ასეთ რაღაცებს განსაკუთრებით ვექცევით",
- თქვა ინიესტამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული