გარიგებულ მატჩებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე ნარკოტრაფიკზე

AutoSharing Option
ესპანეთის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა თანამედროვე ფეხბურთში გარიგებული მატჩების მასშტაბურ პრობლემებზე ისაუბრა.

"გარიგებული მატჩები ორგანიზებული დანაშა
ულია. ამაზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე ნარკოტრაფიკზე ან იარაღის უკანონო გაყიდვაზე.

საქმე იმაშია, რომ ორგანიზატორებისთვის ეს უფრო ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული, ვიდრე ნარკოტიკის ან იარაღის გაყიდვა.

გარიგებული მატჩის ორგანიზებისთვის მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის, მწვრთნელისა და არბიტრის მოსყიდვაა საჭირო.

ეს ყველაფერი ძალიან დიდი პრობლემაა. ტოტალიზატორებთან თანამშრომლობა გვინდა. ზოგიერთები თანამშრომლობაზე ძნელად მიდიან, რადგან საკუთარი მონაცემების დაცვა სურთ",
- თქვა ტებასმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული