ესპანურმა "მარკამ" საკუთარ საიტზე გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებს თითო პოზიციაზე ხუთი ფეხბურთელი შესთავაზა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 82 653-მა ადამიანმა მიიღო და აი, მისი შედეგებიც:
გოლკიპერის პოზიციაზე, "ბარსელონას" გულშემატკივრები უპირატესობას ტიბო კურტუას ანიჭებენ. "ჩელსის" საკუთრებაში მყოფმა ბელგიელმა ხმათა 48,1 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წევრი
მცველებში ყველას ინიგო მარტინესმა (სოსიედადი) აჯობა - 42,8%, მეორე-მესამე ადგილები კი ედერ ალვარეს ბალანტამ (რივერ პლეიტი) და ტომას ვერმალენმა (არსენალი) დაიკავეს - ორივემ ხმათა 18% მიიღო. მომდევნო ადგილებზე ელიაკიმ მანგალა (პორტუ) და სანტიაგო ვერხინი (ესტუდიანტესი) გავიდნენ.
თავდამსხმელებიდან კატალონიური კლუბის ქომაგს საყვარელ გუნდში მიროსლავ კლოზეს (ლაციო) ხილვა ურჩევნია - ვეტერანმა გერმანელმა ხმების 37,5 პროცენტი მოაგროვა, მეორეზე პარაგვაელი ოსკარ კარდოსო (ბენფიკა) გავიდა - 22,5%, მესამე ადგილი კი დიეგო მილიტომ (ინტერი, 21,3%) დაიკავა. კიდევ ორი პარაგვაელი, ნელსონ ვალდესი და როკე სანტა კრუსი აუტსაიდერები აღმოჩნდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტიბო კურტუა: ახლა მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარეთა რიცხვში შევდივარ