"ფურია როხამ" საკმაოდ ძნელ ბრძოლაში დაამარცხა ეკვატორული გვინეის ნაკრები. ესპანელები სანტი კასორლამ ახლო მანძილიდან გატანილი ბურთით დააწინაურა (მე-13 წუთი), მაგრამ 36-ე წუთზე აფრიკელთა მცველმა ჯიმი ბერმუდესმა ანგარიში გაათანაბრა.
ტაიმი მაინც ესპანელებმა მოიგეს, ხუანფრანმა 42-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა აფრიკელთა კარში - 1:2.
აღსანიშნავია, რომ დელ ბოსკემ კარში იკერ კასილიასის ნაცვლად პეპე რეინა დააყენა.
სხვათა შორის, გვინეელთა ფედერაციას
ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ახლახან გამოჯანმრთელებულმა ჩაბი ალონსომ. მოკლედ, ყველაზე მეტად ამ დღეებში "რეალი" დაზარალდა - გერმანიის ამხანაგურ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო სამი ხედირამ.
მატჩის შემდეგ დელ ბოსკემ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ეკვატორული გვინეის ნაკრების მიმართ:
"საშინლად ვითამაშეთ. გვინეის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გამოდგა და მათ არ მოგვცეს ჩვენი ფეხბურთის თამაშის ჩვენება. რაც შეეხება ჩაბი ალონსოს ტრავმას - საშიში არაფერია, მხოლოდ მცირე დაზიანებაა და მალე მომჯობინდება", - განაცხადა მარკიზმა დელ ბოსკემ.
ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრები: ვისენტე დელ ბოსკემ მოაწერა!