"სიტის" მიერ ლეოს შეძენის სურვილი უკვე გამოთქვა არგენტინის ნაკრებში მისმა პარტნიორებმა, სერხიო აგუერომ და პაბლო საბალეტამ. თანაგუნდელებს კი მხარი იაია ტურემაც აუბა, რომელსაც მესის გვერდით უწინ "ბარსელონაში" უთამაშია.
"ვფიქრობ, მესი "სიტიში" უნდა გადმოვიდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად ვითამაშებთ. ჩვენმა კლუბმა აუცილებლად უნდა შეიძინოს ის", - აქვეყნებს აგუეროს ნათქვამს "სქაი სპორტი".
"იმედი მაქვს, ლიონელი შეძლებს "ბარსელონასთან" განშორებას", - თქვა იაია ტურემ.
"მესი ბევრს მეკითხებოდა "სიტის" შესახებ,