"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები კლუბს ლიონელ მესის ყიდვას სთხოვენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" წამყვანი ფეხბურთელები გამოდიან ინიციატივით, რომ მათ რიგებს ოთხი "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი შეუერთდეს.

"სიტის" მიერ ლეოს შეძენის სურვილი უკვე გამოთქვა არგენტინის ნაკრებში მისმა პარტნიორებმა, სერხიო აგუერომ და პაბლო საბალეტამ. თანაგუნდელებს კი მხარი იაია ტურემაც აუბა, რომელსაც მესის გვერდით უწინ "ბარსელონაში" უთამაშია.

"ვფიქრობ, მესი "სიტიში" უნდა გადმოვიდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად ვითამაშებთ. ჩვენმა კლუბმა აუცილებლად უნდა შეიძინოს ის"
, - აქვეყნებს აგუეროს ნათქვამს "სქაი სპორტი".

"იმედი მაქვს, ლიონელი შეძლებს "ბარსელონასთან" განშორებას", - თქვა იაია ტურემ.

"მესი ბევრს მეკითხებოდა "სიტის" შესახებ,
როდესაც ინგლისში გადმოვედი. ამ თემაზე ახლაც ხშირად ვსაუბრობთ"
, - თქვა მანამდე საბალეტამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული