იკერ კასილიასმა წინა შეხვედრაში პირადი რეკორდი დაამყარა, ახლა კი ეს შედეგი კიდევ 90 წუთით გააუმჯობესა - იკერის მშრალი სერია უკვე 682 წუთია, გრძელდება.
"ეს საოცარი რეკორდია და იკერმა ის მძიმე შრომის გამო დაიმსახურა. გამოსარჩევია ისიც, რომ კასილიასი არც ისე
"რეალს" ტრავმის გამო გარეთ ბეილი ვერ დაეხმარა, ხოლო ქარიმ ბენზემამ, იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, არ ითამაშა. სამაგიეროდ, ანჩელოტიმ ძირითადში გაამწესა ხესე როდრიგესი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და "სამეფო კლუბისთვის" სარგებლის მოტანა ახლავე შეუძლია. მიმდინარე სეზონში 20 წლის მოთამაშემ თავისი მე-4 გოლი გაიტანა. ორჯერ ხესემ თავი თასზე გამოიჩინა ("ესპანიოლამდე" "ოსასუნას" გაუტანა), ჩემპიონატში კი მან "ბარსელონას" და "ვალენსიას" კარი აიღო.
"ჩემი მიზანია, ათი გოლი გავიტანო. ვნახოთ, მივაღწევ თუ არა ამ ნიშნულს. ჯერჯერობით ბოძებულ შანსებს ვიყენებ, რაც უზომოდ მახარებს. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობ და მწვრთნელიც ამ შრომას მიფასებს. საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემს კოლეგას დიდ პატივს ვცემ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ზედმეტად თავმდაბალი ვერ იქნება, - განაცხადა ხესემ და დაამატა - ვოცნებობ, რომ ერთ დღესაც "ოქროს ბურთი" მოვიგო. იმედია, ეს ყველაფერი ოთხ წელიწადში მოხდება".
რეალი-ესპანიოლი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ხესე როდრიგესი (7)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, ნაჩო, ფ. კოენტრაო (73. პეპე) - ილიარამენდი, ჩაბი ალონსო - დი მარია (86. კაზემირო), ისკო (81. მორატა), კრიშტიანო რონალდო - ხესე როდრიგესი
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - რაულ როდრიგესი, სიდნეი, ე. მორენო, კაპდევილა - ვიქტორ სანჩესი, აბრაჰამი - ტორიე (46. ჯ. კორდობა), ალექსი (78. დავიდ ლოპესი), პიცი (66. სტუანი) - სერხიო გარსია
გაძევება: ვიქტორ სანჩესი (76. ესპანიოლი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"