ლუის ენრიკე: პროფესიონალები სულელურად არ უნდა მოიქცნენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" (3:2) მეოთხედფინალური საპასუხო შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით, ანაგრიშით 1:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე სწორედ "ბლაუგრანას" ფეხბურთელები გავიდნენ.

"ნეიმარს ყოველთვის საბრძოლო განწყობა აქვს მნიშვნელოვანი მატჩების წინ. ის ბევრს აკეთებს გუნდისთვის როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში. "ატლეტიკოსთან" მან შესანიშნავი თამაში აჩვენა.

ვიცი, რამაც გამოიწვია გაბის გაძევება, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა შესვენების დროს.

ჩვენ შევძელით, მოედნის ცუდი საფარისთვის გაგვეძლო. უკვე სპეციალისტები ვართ ისეთ მოედნებზე თამაშის, სადაც ბურთი კურდღელივით დარბის.

მივხვდი, რომ სიტუაცია იძაბებოდა და ამიტომ გადავწყვიტე, ნეიმარი გამომეყვანა. პროფესიონალები სულელურად არ უნდა მოიქცნენ", - თქვა ენრიკემ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ატლეტიკო-ბარსელონა 2:3 - ომი მადრიდში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული