ლა ლიგა. XXV ტური: "სელტა" "ელჩესთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მარტს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XXV-ე ტურის უკანასკნელი მატჩი გაიმართა. ვიგოში "სელტამ" "ელჩეს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ამრიგად, ტურნირში "სელტას" წაუგებელმა სერიამ ხუთ მატჩს მიაღწია.

სტადიონ "ბალაიდოსზე" ანგარიში 61-ე წუთზე მიკაელ კრონ-დელიმ გახსნა და მასპინძლები ანგარიშში დააწინაურა. სტუმრებმა გათანაბრება თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, დავიდ ლომბანის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის შედეგად შეძლეს.

XXV ტურის შემდეგ პრიმერას სატურნირო ცხრილს მადრიდის "რეალი" 61 ქულით ლიდერობს, მას 2 ქულით ჩამორჩება "ბარსელონა".

ლა ლიგა. XXV ტური
სელტა-ელჩე 1:1
გოლები: 1:0 კრონ-დელი (61), 1:1 ლომბანი
(87-პენ)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, რადოია (89. პ. ერნანდესი), კრონ-დელი - ორელიანა (77. ა. ლოპესი), შარლესი (85. ლარივეი), ნოლიტო
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, ანხელი, ლომბანი, სისმა - ადრიანი, პაშალიჩი (68. კ. ერერა) - ვ. როდრიგესი, ფაირი, ა. ნიგესი (71. გ. როდრიგესი) - კორომინასი
გაფრთხილება: რადოია, მალიო, ფონტასი, კაბრალი, ლოპესი - ანხელი, სისმა
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-7 (5-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 14 500

ბომბარდირები:
30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კარლოს ბაკა (სევილია); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო), ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული