ფაბიო კოენტრაომ მადრიდის "რეალს" მილანის "ინტერში" გაშვება სთხოვა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მცველ ფაბიო კოენტრაოს მადრიდის "რეალის" დატოვება სატრანსფერი ფანჯრის დახურვამდე სურს, - იუწყება Cadena Ser-ი.

27 წლის ფეხბურთელი ესპანური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მილანის "ინტერში" გადასვლის სურვილის შესახებ ამცნო, თუმცა "რეალი" პორტუგალიელის გაშვებას იქამდე არ დათანხმდება, სანამ მის შემცვლელს არ მოიძიებს.

კოენტრაოთი მილანელთა ინტერესის შესახებ ცნობილი მანამდე გახდა - იტალიური მედიის ცნობით, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მზადაა, ფაბიოს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მისცეს.

სავარაუდოდ, "ინტერი" კოენტრაოს იჯარით აიყვანს, შემდეგ მისი გამოსყიდვის უფლებით.

გასულ სეზონში პორტუგალიელმა ესპანეთის პრიმერაში 9
შეხვედრა ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული