მადრიდის "რეალი" ესპანეთის თასიდან მოკვეთას შეეგუა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" თავის ოფიციალურ საიტზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კლუბი პატივს სცემს ესპანეთის სპორტული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მადრიდელების თასიდან მოკვეთის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"რეალმა" სამეფო თასის პირველ 1/16 ფინალურ მატჩში სტუმრად "კადისს" 3:1 მოუგო. პირველი გოლი დენის ჩერიშევის ანგარიშზეა, მეორე ტაიმში კი დუბლი ისკომ შეასრულა.

სწორედ, რუსი ფეხბურთელის გამო "სამეფო კლუბი" სამეფო თასიდან გააძევეს. საქმე ისაა, რომ ჩერიშევი შარშან "ვილიარეალში" თამაშობდა და წესით, დისკვალიფიცირებული იყო, მაგრამ "რეალის" მწვრთნელმა ის ათამაშა.

მადრიდელები უმალ მიხვდნენ შეცდომას, შესვენებაზე ჩერიშევი შეცვალეს, მაგრამ
რაღა დროს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საოცარია პირდაპირ, ასეთ შეცდომას უშვებდეს გუნდი რომლის ბიუჯეტი, ასეულ მილიონებით განისაზღვრება და ერთი ნორმანული სტატისტიკოსიაიკვანონ.
zaza bala
04:59 13-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული