* "მალაგას" ხუან პაბლო ანიორმა, იგივე ხუანპიმ ლა ლიგაში თავისი პირველი გოლი "ბარსელონას" გაუტანა. საინტერესო დამთხვევაა, რომ დებიუტი მას ასევე "ბარსასთან" ჰქონდა 2014 წელს.
* 23 იანვარს ადრიანომ ლიონელ მესის საგოლე პასი გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ მისი ბოლო საგოლე გადაცემა ასევე მესიზე იყო, თანაც აგრეთვე "ლა როსალედზე", თითქმის 4 წლის წინათ - 2012 წლის 22 იანვარს.
* ჩემპიონატისა და თასის მატჩებს თუ ავიღებთ,
* იუსუფ ელ არაბის "ხეტაფეს" კარში 7 ბურთი აქვს გატანილი, ეს კლუბი მისი საყვარელი მეტოქეა.
* წინა სეზონიდან აქამდე გრანადელ რუბენ როჩინას საჯარიმოს გარედან 3 გოლი აქვს გატანილი. ლა ლიგაში ამაზე უკეთესი შედეგი არავის აქვს.
* "რაიო ვალეკანოს" ხოსაბედი მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველია, მას უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.
* "რაიოს" რობერტო ტრაშორასს სტანდარტული მდგომარეობებიდან ყველაზე მეტი (5) საგოლე პასი აქვს გაკეთებული.
* 14 გოლით "ეიბარის" თავდამსხმელი ბორხა ბასტონი ამჟამად ლა ლიგის საუკეთესო ესპანელი ბომბარდირია.
* "ატლეტიკოს" წინააღმდეგ "ვისენტე კალდერონზე" გამართულ ბოლო 4 მატჩში "სევილიამ" 5 წითელი ბარათი "დაიმსახურა".
* ალვარო ნეგრედომ ბოლო წამზე გატანილი გოლით "ვალენსიას" "დეპორტივოსთან საგარეო ქულა გადაურჩინა. ლაკურუნიელებთან 6-ჯერ სტუმრობისას ნეგრედოს 5 გოლი უგროვდება.
* "ვალენსიას" უკვე 10 ტურია არ მოუგია. ეს არის ყველაზე დიდი მოუგებელი სერიაა 1986 წლის მერე, როდესაც "ღამურებმა" 13 ტური ჩაატარეს გამარჯვების გარეშე.
* ალვარო სეხუდო ნოლიტოს მერე გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც საჯარიმოს გარედან გაუტანა "რეალს".
* "ბეტისი" ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც პირველი გოლის გატანის შემთხვევაში აუცილებლად იგებდა. "რეალთან" სევილიელებმა მატჩი გამარჯვებამდე ვეღარ მიიყვანეს, მაგრამ არც წააგეს.
* 2016 წელს ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ქარიმ ბენზემასა და ბორხა ბასტონს აქვთ გატანილი - 6-6.
* წინა სეზონიდან მოყოლებული აქამდე ხამეს როდრიგესს ლა ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული, კერძოდ კი - 18.
* ყოფილი გუნდის, "რეალის" წინააღმდეგ ანტონიო ადანმა 7 "სეივი" შემოგვთავაზა. ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია "ბეტისის" საშინაო შეხვედრებში.
* არიც ადურისს ამ სეზონში იმაზე მეტი (25) გოლი აქვს გატანილი, ვიდრე პაკო ალკასერს (11), დიეგო კოშტასა (10) და ალვარო მორატას (3) ერთად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"