პრემიერლიგა: იბრა, თითქმის ნისტელროი
* ზლატან იბრაჰიმოვიჩზე (11) მეტი გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ 16 ტურში მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის (12) აქვს გატანილი.* უეინ რუნიზე მეტი საგოლე პასი ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) "მანჩესტერში" არავის აქვს - 9.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში
* გასულ და ამჟამინდელ სეზონებში სალომონ რონდონმა 16 გოლი გაიტანა, 11-ით მეტი, ვიდრე "ვესტ ბრომვიჩის" სხვა ფეხბურთელმა.
* დანი ამარტიმ (ლესტერი) პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა (მე-19 მატჩში).
* 2009 წლის მერე პირველად შეძლო "მიდლსბრომ" პრემიერლიგაში 3 გოლის გატანა ერთ მატჩში.
* წინა და ახლანდელ სეზონებში მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი პატრიკ ვან აანჰოლტმა (სანდერლენდი) გაიტანა - 7.
* "ჩელსიმ" პრემიერლიგაში მე-500 გამარჯვება იზეიმა. მეტი მხოლოდ "არსენალსა" და "მანჩესტერს" აქვთ.
* ჯეიმი ვარდი ამ სეზონში მეორედ გააძევეს. ის ვიქტორ ვანიამასთან ერთად "ლიდერობს" ამ მაჩვენებლით.
* ალვარო ნეგრედომ "მიდლსბროს" ბოლო 6 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 1 საგოლე პასი).
* "ჩელსიმ" საკუთარი 2009 წლის შედეგი გაიმეორა - ზედიზედ 11 გამარჯვება ჩემპიონატში.
* ანტონიო კონტეს პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს, მხოლოდ მან მოახერხა საწყის 17 მატჩში 14 შეხვედრის მოგება.
* დიეგო კოშტამ "ჩელსის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა. ამდენივე აქვს გატანილი დიდიე დროგბას.
* კევინ დე ბრუინმა 7 საგოლე შანსი შექმნა, ყველაზე მეტი "სიტის" მაისურით ერთ თამაშში.
* "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში 2012 წლის მერე პირველად მოიგო შეხვედრა, რომელსაც შესვენებისთვის აგებდა.
* პეტრ ჩეხმა (არსენალი) პრემიერლიგაში პირველად ვერ მოახერხა ზედიზედ 8 თამაშში კარის "მშრალად" შენახვა.
* ჯეი როდრიგესმა (საუთჰემპტონი) პრემიერლიგაში დუბლი 2014 წლის მარტის მერე პირველად შეასრულა.
* ჯეკ უილშირის ანგარიშზე პირველი საგოლე პასია პრემიერლიგაში 2014 წლის მერე!
ლა ლიგა: მესი და სუარესი
* "ბეტისი" "მენდისოროსაზე" მხოლოდ 6-ჯერ დაჯარიმდა. "ალავესის" ფეხბურთელებმა ამდენჯერ მხოლოდ დანი სებალიოსის წინააღმდეგ იუხეშეს.* დეივერსონს (ალავესი) ლა ლიგაში სულ 14 გოლი აქვს გატანილი და ყველა შემთხვევაში ასისტენტი სხვადასხვა ფეხბურთელი იყო.
* გაისკა ტოკერომ (ალავესი) ბოლო საგოლე პასი 2013 წელს შეასრულა, მაშინ ის "ბილბაოში" თამაშობდა.
* "სევილიამ" ზედიზედ 26 საშინაო მატჩში მოახერხა სულ მცირე, ერთი გოლის გატანა. ეს 1954 წლის მერე საუკეთესო შედეგია.
* ლუსიანო ვიეტომ (სევილია) ამ სეზონში ორი დუბლი შეასრულა, ორივე "სანჩეს პისხუანზე".
* ესტებან გრანეროს (რეალ სოსიედადი) საგოლე პასების 66% თავით გატანილ გოლებზე მოდის.
* ანტუან გრიზმანმა 5-ჯერ დაარტყა "ლას პალმასის" კარში და ვერ გაიტანა. რაც "ატლეტიკოში" თამაშობს, ეს ფრანგი ფეხბურთელის ანტირეკორდის გამეორებაა.
* მადრიდის "ატლეტიკომ" "ვისენტე კალდერონზე" 1966 წლის მერე პირველად მოუგო "ლას პალმასს".
* ანტუან გრიზმანის მშრალი სერია 769 წუთს გრძელდება. რაც "ატლეტიკოშია", ეს ფრანგის უარესი სერიაა.
* მადრიდის "ატლეტიკომ" 243-ე წუთზე შეწყვიტა "მშრალი" სერია. სხვათა შორის, რაც დიეგო სიმეონე გუნდშია, ამაზე დიდი "მშრალი" სერია გუნდს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა - 272 წუთი - და ისიც "ლას პალმასთან" მატჩში შეწყდა.
* ალეშანდრე პატომ 7-ჯერ წარმატებით შეასრულა დრიბლინგი "სპორტინგთან" მატჩში, რაც 2011 წლის მერე "ვილიარეალის" ფეხბურთელისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
* ჯონათან დოს სანტოსმა (ვილიარეალი) ხუთ დღეში 2 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენის გატანას კი მანამდე მექსიკელის მთელი ესპანური კარიერა დასჭირდა.
* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) 2016 წელს 51 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრში, ყველაზე მეტი ტოპ-5 ევროპულ ლიგაში.
* კატალონიურ დერბიში არავის აქვს ლიონელ მესიზე მეტი გოლი გატანილი - 15.
* ლუის სუარესმა 2016 წელს 37 გოლი გაიტანა (მხოლოდ ჩემპიონატში), რაც ყველაზე მეტია ტოპ-5 ევროპულ ლიგაში.
* დიეგო ლოპესის (ესპანიოლი) ანგარიშზე ლა ლიგაში საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია "სეივებში" - 81,97%
* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით 550 მატჩში (ყველა შეჯიბრში) 475 გოლი გაიტანა.
* ფლორინ ანდონემ (დეპორტივო) ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
* პედრო ლეონს (ეიბარი) ყველაზე მეტი ჩაწოდება აქვს გაკეთებული ამ სეზონში ლა ლიგაში - 133.
* "ლეგანესი" ლა ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც უკვე 4 მეკარე გამოსცადა ამ სეზონში: სერანტესი, ბრინიოლი, ერერინი, ბარიოსი.
ბუნდესლიგა: მორბენალი "ფრაიბურგი"
* პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი) ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორი სეზონის საწყის 15 ტურში 16 და მეტი გოლი გაიტანა (თითოეულში). * მარკო როისმა (დორტმუნდმა) 209-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგაში და წითელი ბარათი პირველად მიიღო.
* 2016 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო გერმანული დუეტი "ჰოფენჰაიმს" ჰყავს - სანდრო ვაგნერმა (18) და მარკ უთმა (12) ერთად 30 გოლი გაიტანეს.
* "ჰოფენჰაიმმა" "დორტმუნდთან" სასტარტოში 10 გერმანელი დააყენა. ეს ამ კლუბის ბუნდესლიგური რეკორდია.
* "ვოლფსბურგმა" ამ სეზონში, როგორც იქნა, მოიგო შინ.
* იმ 24 ფეხბურთელიდან, ვინც ბუნდესლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა, ყველაზე მეტი ლოდინი დანი ლატცას (მაინცი) დასჭირდა - 34 მატჩი.
* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში 250-ედ ითამაშა.
* მარტინ ჰინტერეგერმა (აუგსბურგი) ბუნდესლიგაში სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე იან ზომერის კარში. ამ შემთხვევის გარდა, ორი ავტოგოლი იყო.
* "ფრაიბურგმა" "შალკესთან" მატჩში კოლექტიურად 128,6 კილომეტრი გაირბინა, რაც 5 კილომეტრით მეტია "ფრაიბურგისვე" საუკეთესო შედეგზე ამ სეზონში.
* "აუგსბურგის" ახალი თავკაცი მანუელ ბაუმი პირველია, ვინც კლუბში მოღვაწეობა გამარჯვებით დაიწყო.
* დანი ლატცა პირველი დაცვითი ტიპის ფეხბურთელია, ვინც ბოლო დეკადაში ბუნდესლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.
* იევჰენ კონოპლიანკამ (შალკე) ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
* ემილ ფორსბერგზე (ლაიპციგი) მეტი საგოლე პასი ბუნდესლიგაში არავის აქვს ამ სეზონში - 8.
* სერჟ გნაბრიმ (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში პირველად გაიტანა საშინაო გოლი.
* ნალდომ (შალკე) ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ გამოიტანა საჯარიმოდან ბურთი - 82.
* ბერნდ ლენოს ჯერ არ მოუგია, როცა "ლევერკუზენი" კაპიტნის სამკლავურით გაუყვანია.
* დუგლას კოშტამ (ბაიერნი) კარიერაში პირველად გაიტანა ბუნდესლიგის ზედიზედ ორ ტურში.
სერია A: დრისის დრო
* ტურინის "იუვენტუსმა" 2016 წელს 100 ქულა მოაგროვა. * "იუვენტუსმა" ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო შინ ჩემპიონატში, რითაც 2013/14 წლების სეზონის რეკორდი გაიმეორა.
* ბოლო 7 საშინაო მატჩში "მილანმა" დაუმარცხებლად იასპარეზა.
* "ემპოლიმ" შინ 6 საშინაო მატჩის ვერმოგების შემდეგ იმარჯვა.
* ჩირო იმობილემ (ლაციო) ჩემპიონატის 100 მატჩში 50 გოლში მიიღო მონაწილეობა (41 გოლი, 9 საგოლე პასი).
* ჯოვანი სიმეონე (ჯენოა) ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ამ სეზონში 6 ან მეტი გოლი გაიტანა.
* დრის მერტენსამდე (ნაპოლი) ბოლო პოკერი დომენიკო ბერარდიმ შეასრულა 2014 წელს იტალიის ჩემპიონატში.
* დრის მერტენსმა ბოლო 3 შეხვედრაში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 1 საგოლე პასი).
* ედინ ჯეკომ (რომა) "იუვენტუსთან" მატჩში მხოლოდ ორჯერ მიიღო მეტოქის საჯარიმოში ბურთი. ეს ამ სეზონში ჯეკოს უარესი შედეგია.
ლიგა 1: არეოლას ბრალი ყოფილა
* "ნანტმა" 2-გოლიანი სხვაობით ბოლოს მარტში მოიგო და მაშინაც მეტოქე "ანჟერი" იყო. * ალფონს არეოლას (პსჟ) კარში ზუსტად დარტყმული ბოლო 10 გასროლიდან 9 გოლი გავიდა.
* ტოპ-5 ევროპულ ლიგაში კარი "მშრალად" 10-10-ჯერ მხოლოდ "მარსელმა", პსჟ-მა და "ჩელსიმ" შეინახეს.
* "მონაკო"-"ლიონის" მატჩში 40 ჯარიმა დაინიშნა, რაც ამ სეზონის რეკორდია.
* მატიო ვალბუენამ (ლიონი) ზედიზედ 4 ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"