ჩავის ყატარში თავი მოეჭრა - პენალტი ააცილა და "ალ-სადი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყატარულმა "ალ-სადმა", რომლის ღირსებას "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი ჩავი ერნანდესი იცავს, აზიის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ვერ გააღწია და ეს დიდწილად ესპანელი ფეხბურთელის ბრალია.

ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყატარული გუნდი არაბეთის გაერთიანებული საემიროების "ალ-ჯაზირასთან" დამარცხდა (2:2, პენალტების სერია 4:5). 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმა კი მხოლოდ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა გააცუდა - ჩავიმ ბურთი კარს გადააცილა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ჩავი "ალ-სადში" გასულ ზაფხულს გადაბარგდა. ფეხბურთელმა ყატარის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული