ლა ლიგა. XXVII ტური: "ატლეტიკომ" "ბარსასთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ მარტს ესპანური ლა ლიგის 27-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" შინ "რეალ სოსიედადი" გაანადგურა - 3:0. სეზონში მე-14 გოლი გაიტანა ანტუან გრიზმანმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრაში "ხეტაფემ" ზედიზედ მეშვიდე მარცხი იწვნია, მადრიდული კლუბი ამჯერად, კანარის კუნძულებზე "ლას პალმასთან" 0:4 შერცხვა.

ლა ლიგა. XXVII ტური
1 მარტი
ატლეტიკო-სოსიედადი 3:0
გოლები: 1:0 დ. რეიესი (9 ს. კ.), 2:0 ს. ნიგესი (46), 3:0 გრიზმანი (61-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი (55. ლ. ერნანდესი), ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი
(76. ო. ტორესი), ა. ფერნანდესი, ს. ნიგესი - ვიეტო, გრიზმანი (62. ა. კორეა)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ა. ალისტონდო, მ. გონსალესი, დე ლა ბელია, ექტორი (59. ველა) - გრანერო (59. პარდო), დ. რეიესი, ილიარამენდი - ბრუმა (82. ე. გონსალესი), ჟონათასი, ჩაბი პრიეტო
გაფრთხილება: ფერნანდესი - ჟონათასი, გრანერო
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-7 (5-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 35 621

ლას პალმასი-ხეტაფე 4:0
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (7), 2:0 ვიერა (28-პენ), 3:0 ტანა (49), 4:0 ტანა (83)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია, აიტამი, ბიგასი (81. ვალერონი), გარიდო - როკე - მომო, ტანა, ვიერა (68. მონტორო), ვაკასო (15. ელ ჟარი) - ვილიან ჟოზე
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ემი, ვერხინი, კალა, ა. პერეირა - მედრანი, ლასენი - იოდა, სარაბია (62. მ. გომესი), ვანდერსონი (56. ა. ვასკესი) - შჩეპოვიჩი (70. პედრო ლეონი)
გაფრთხილება: ბიგასი, აიტამი, როკე, ვილიან ჟოზე - ლასენი, პერეირა, ვასკესი
გაძევება: პერეირა (65)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-10 (5-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 15 819

2 მარტი
სევილია-ეიბარი 23:00
სელტა-ვილიარეალი 23:00
მალაგა-ვალენსია 23:00
ბილბაო-დეპორტივო 23:00
ლევანტე-რეალი 00:00

3 მარტი
გრანადა-სპორტინგი 23:00
ესპანიოლი-ბეტისი 23:30
ვალეკანო-ბარსელონა 00:00

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ლაპარაკები არ მოხდებოდა რედაქციას ცოტა სენსაციის წყურვილი რო არ ქონდეს, ანუ ხმამაღალი სათაურის დაბეჭდვის. წესით ინფორმაციის შემდეგ უნდა აღინიშნოს, რომ სხვაობა კი შემცირდა ოღონდ ბარსას თამაში თადარიგში აქვს და არც არავითარი გაუგებრობა არ გაჩნდება.
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად!!!
17:06 02-03-2016
0
Gio-ს. რანაირად შეამცირა და იმნაირად, რომ იყო 8 და გახდა 5. ტური კი აქვს სათამაშო ბარსას, მაგრამ ხომ უნდა მოიგოს ის თამაში? კი, დარწმუნებული ვარ მოიგებს, მაგრამ ამჟამად 5 ქულაა სხაობა. ესაა და ეს.
beqa
12:15 02-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული