ლა ლიგა. XXVII ტური: "ატლეტიკომ" "ბარსასთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ მარტს ესპანური ლა ლიგის 27-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" შინ "რეალ სოსიედადი" გაანადგურა - 3:0. სეზონში მე-14 გოლი გაიტანა ანტუან გრიზმანმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრაში "ხეტაფემ" ზედიზედ მეშვიდე მარცხი იწვნია, მადრიდული კლუბი ამჯერად, კანარის კუნძულებზე "ლას პალმასთან" 0:4 შერცხვა.

ლა ლიგა. XXVII ტური
1 მარტი
ატლეტიკო-სოსიედადი 3:0
გოლები: 1:0 დ. რეიესი (9 ს. კ.), 2:0 ს. ნიგესი (46), 3:0 გრიზმანი (61-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი (55. ლ. ერნანდესი), ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი
(76. ო. ტორესი), ა. ფერნანდესი, ს. ნიგესი - ვიეტო, გრიზმანი (62. ა. კორეა)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ა. ალისტონდო, მ. გონსალესი, დე ლა ბელია, ექტორი (59. ველა) - გრანერო (59. პარდო), დ. რეიესი, ილიარამენდი - ბრუმა (82. ე. გონსალესი), ჟონათასი, ჩაბი პრიეტო
გაფრთხილება: ფერნანდესი - ჟონათასი, გრანერო
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-7 (5-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 35 621

ლას პალმასი-ხეტაფე 4:0
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (7), 2:0 ვიერა (28-პენ), 3:0 ტანა (49), 4:0 ტანა (83)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია, აიტამი, ბიგასი (81. ვალერონი), გარიდო - როკე - მომო, ტანა, ვიერა (68. მონტორო), ვაკასო (15. ელ ჟარი) - ვილიან ჟოზე
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ემი, ვერხინი, კალა, ა. პერეირა - მედრანი, ლასენი - იოდა, სარაბია (62. მ. გომესი), ვანდერსონი (56. ა. ვასკესი) - შჩეპოვიჩი (70. პედრო ლეონი)
გაფრთხილება: ბიგასი, აიტამი, როკე, ვილიან ჟოზე - ლასენი, პერეირა, ვასკესი
გაძევება: პერეირა (65)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-10 (5-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 15 819

2 მარტი
სევილია-ეიბარი 23:00
სელტა-ვილიარეალი 23:00
მალაგა-ვალენსია 23:00
ბილბაო-დეპორტივო 23:00
ლევანტე-რეალი 00:00

3 მარტი
გრანადა-სპორტინგი 23:00
ესპანიოლი-ბეტისი 23:30
ვალეკანო-ბარსელონა 00:00

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან ხშირად წერთ ასეთ რამეს, და არასწორია, ატლეტიკოს არ შეუმცირებია სხვაობა ბარსელონასთან რადგან ბარსაზე ერთით მეტი თამაში აქვს ნათამაშები. 26 ტურის მონაცემებით ბარსა უსწრებდა 8 ქულით და არასწორია როცა ამბობთ რომ სხვაობა შეამცირა მაშინ როდესაც ატლეტიკო 27-ე ტურშია და ბარსა 26-ე ტურში. მგონი ყველაზე კარგი ქართული სპორტული ინტერნეტ გვერდი ხართ და ასეთ მარტივ შეცდომას ძალიან ძალიან ხშირად უშვებთ. ამით სამყარო არ იქცევა რა თქმა უნდა მაგრამ შეცდომაა და უკეთესი იქნება გამოასწოროთ.
სპორტალს
04:13 02-03-2016
0
სპორტალს-ს. არანაირად არ დაგეთანხმები, რომ სპორტალმა შეცდომა დაუშვა. დიახ, ატლეტიკომ სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. აქ არ არის საუბარი დაკარგულ ქულებში სხვაობაზე. ბარსას კი აქვს ერთი თამაშით ნაკლები, მაგრამ მას მოსაგები აქვს ის თამაში. ასე, რომ ლოგიკასთან შორსაა თქვენი შენიშვნა.
beqa
09:56 02-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული