ქვემოთ ვარიანტებს განვიხილავთ:
პსჟ
ზაფხულში პარიზულ კლუბს მისი უპირველესი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დატოვებს. "სენ ჟერმენმა" აუცილებლად უნდა იყიდოს შვედის შემცვლელი ერთი ტოპვარსკვლავი მაინც, რათა სტატუსი შეინარჩუნოს. რონალდოზე უკეთეს კანდიდატურას პარიზელები ვერ იპოვიან.მეორე საკითხია, რომ ნარცისიზმისკენ მიდრეკილი რონალდო პარიზულ კლუბს შესანიშნავად მოერგება. "სენ ჟერმენს" საფეხბურთო საზოგადოებაში სწორედ ასეთი რეპუტაცია აქვს.
ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ კრიშტიანო შესანიშნავად ჩაეწერება ფრანგული გუნდის სქემაში, რომელიც სამი ფორვარდით თამაშს გულისხმობს. პარიზი კი ის ქალაქია, სადაც
მანჩესტერ იუნაიტედი
რომანტიკული ვარიანტია - დაბრუნება წარსულში. ცნობილია, რომ "მანჩესტერის" შეფ ედ ვუდვორდს დიდებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა რონალდოს აგენტთან. ჟორჟე მენდეშს კი კრიშტიანოს მომავლის გადაწყვეტისას სოლიდური სიტყვა ეთქმის."იუნაიტედს" აქვს ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის საჭირო ფული. სიტუაციას არც ის ცვლის, რომ ზაფხულში ვან გაალი, შეიძლება, ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლოს. პორტუგალიელ მწვრთნელს თანამემამულესთან კარგი ურთიერთობა აქვს.
რონალდო სწორედ "იუნაიტედში" იქცა ვარსკვლავად. მან იქ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და "ოქროს ბურთი". კრიშტიანოს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" სურს. ამის შანსი არსებობს და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელს გული ნაცნობი ინგლისისკენ გაუწევს?
ბაიერნი
ჯერ ამ ტრანსფერის თაობაზე ღიად არავის არაფერი უთქვამს და დაუწერია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოგეხსენებათ, ზაფხულიდან გუნდს კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს, რომელსაც რონალდოსთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა "რეალში". ცნობილია, რომ იტალიელს პორტუგალიელი ძალიან უყვარს.ასეთ შემთხვევაში, "რეკორდმაისტერი" ნაკლებად იქნება დამოკიდებული ორ ჭირვეულ ფეხბურთელზე - არიენ რობენსა და ფრანკ რიბერიზე.
ისიც ვიცით, რომ "რეალს" "ბაიერნის" პოლონელი სუპერფორვარდი - რობერტ ლევანდოვსკი სურს. ასე რომ, გამორიცხვით ნურაფერს გამოვრიცხავთ.
MLS
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რონალდომ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია ამერიკული MLS-ის კლუბ "ლოს ანჯელეს გალაქსისთან". ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტია, რომ ოკეანის გაღმიდან ინტერესი არსებობს.ეს ვარიანტი უფრო აქტუალური ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ გახდება. ახლა კრიშტიანოსთვის ამერიკა ნამდვილად ადრეა. იქ დევიდ ბექჰემი ძალიან ადრე წავიდა. კრიშტიანომ მისი შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს.
სპორტინგი
ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია, პორტუგალიელი მშობლიურ გუნდს დაუბრუნდეს. ამ ეტაპზე "სპორტინგს" ფინანსურად ისე არ ულხინს, რომ პორტუგალიელი შეინახოს. შესაძლოა, კრიშტიანომ კარიერის ბოლო სეზონი იქ გაატაროს, სადაც დაიწყო, მაგრამ ჯერ ესეც ადრეა.
მანჩესტერ სიტი
"მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლა მიდის. კატალონიელის ხელში ინგლისური კლუბი ნამდვილი გრანდი უნდა გახდეს. ინგლისურ კლუბში ბევრ ვარსკვლავს ველით, მაგრამ არა კრიშტიანო რონალდოს. საქმე ისაა, რომ "სიტის" მთავარი მწვრთნელი "ბარსასთან" ასოცირდება, პორტუგალიელი კი - "სამეფო კლუბთან". ცხადია, გვარდიოლას არ სურს, წამოაძახონ, რომ მან ახალი გუნდის მთავარ კაცად ძველი მტერი შეარჩია.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"