მადრიდის "ატლეტიკოს" სამი ვარსკვლავის დამატება სურს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ზაფხულში სამი ვარსკვლავის დამატება განუზრახავს - "მარკას" ინფორმაციით, დიეგო სიმეონემ კლუბის ხელმძღვანელობას თავდასხმის ხაზის გაძლიერება მოსთხოვა.

"ატლეტიკოს" სურს ედინსონ კავანის, მაურო იკარდისა და გონსალო იგუაინის დამატება.

მოგეხსენებათ, ამ სეზონში "ატლეტიკოს" სუსტი წერტილი სწორედ შეტევის ხაზია, სადაც მაღალ დონეზე მხოლოდ ანტუან გრიზმანი თამაშობს, თუმცა უგოლო სერია ფრანგსაც ჰქონდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული