ფეხბურთელი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, იოჰან კრუიფის ხსოვნისადმი მიძღვნის საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა 5 ივნისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. "რეალის" მეტოქე ამსტერდამის "აიაქსი" იქნება.
რაულის აგენტმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბის" ყოფილი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ითამაშებს აღნიშნულ მატჩში.
მოსალოდნელია, რომ საქველმოქმედო შეხვედრაში ასევე ითამაშებენ: რობერტო კარლოსი, ფერნანდო იერო, ლუიშ ფიგუ, პატრიკ კლიუვერტი, კლარენს ზეედორფი და ედგარ დავიდსი.
მომზადებულია AS-ის მიხედვით