ლა ლიგა. XXXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ჰაერში ბეილი მეფობს

AutoSharing Option
* "ვილიარეალი" მეტოქეთა კარისკენ ყველაზე იშვიათად ურტყამს. დაბლოკილი დარტყმების ჩათვლით, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" სულ 312 დარტყმა უგროვდება.

* მიმდინარე სეზონში ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი პირდაპირ ჯარიმიდან "ვალენსიას" დანი პარეხოსა და "რომას" მირალემ პიანიჩს აქვთ გატანილი.

* ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, "ბეტისს" "სევილიასთან" 6 ქალაქური დერბია, არ უმარჯვია და თან ამ შეხვედრებში ერთი გოლიც კი არ გაუტანია…

* 2008 წლის მერე კოკე გახდა პირველი მცველი, რომელმაც სევილიურ დერბიში საჯარიმოს გარედან დარტყმით გაიტანა. მაშინ ეს დანი ალვეშმა მოახერხა.

*
კევინ გამეიროს "სევილიას" მაისურით უკვე 16 გოლი უგროვდება, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია ამ კლუბში.

* "დეპორტივო" გახდა პირველი გუნდი ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 18 ფრე დააგროვა.

* ბოლო 2 სეზონია, სულ სამი ისეთი ფეხბურთელია, რომლებმაც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ერთ მატჩში 4 ან მეტი გოლის გატანა ერთზე მეტჯერ შეძლეს - კრიშტიანო რონალდომ ეს 4-ჯერ გააკეთა, ხოლო ლუის სუარესმა და სერხიო აგუერომ - ორ-ორჯერ.

* 2014 წლის მარტის მერე ანდრეს ინიესტამ "კამპ ნოუზე" პირველი საგოლე პასი გააკეთა.

* ლიონელ მესიმ ლა ლიგაში ხიხონის "სპორტინგს" პირველად გაუტანა.

* "ატლეტიკომ" უკვე 21-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც ლა ლიგაში კლუბის რეკორდია.

* "რაიოსთან" მატჩამდე, ბოლოს, როდესაც "რეალი" ლა ლიგაში 0:2-ს აგებდა და საბოლოოდ იმარჯვა, 2004 წელს მოხდა, როდესაც მადრიდელებმა "ვილიარეალს" ასევე 3:2 მოუგეს.

* ლუკას ვასკესს ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩში 3 ბურთი აქვს გატანილი, ანუ ერთით ნაკლები, ვიდრე წინა 52 შეხვედრაში.

* გარეთ ბეილს "რაიო ვალეკანოს" კარში 8 გოლი აქვს გატანილი. ეს გუნდი მისი საყვარელი მეტოქეა.

* ბეილს ამ სეზონში 8 გოლი აქვს თავური დარტყმებით გატანილი, რაც ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული