"მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიფორმებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიფორმებს.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, მანკუნიანელთა ვიცე-პრეზიდენტი და კლუბის ხელმძღვანელობა შვედთან მოლაპარაკებების დასრულებასთან ახლოსაა. შვედი ინგლისელებს უფასოდ შეუერთდება და 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყაროს ცნობით, მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს იბრაჰიმოვიჩის გარდა არცერთი სხვა ფორვარდი არ აინტერესებს, რადგან ის კლუბის ახალგაზრდა შემტევ მარკუს რეშფორდს ენდობა და შემდეგ სეზონში მას სათანადო დროს დაუთმობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული