დღეს არ გვჭირდები და მერე ვნახოთო... ლოპეტეგიმ ესპანეთის ნაკრებში კასილიასი არ გამოიძახა

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ მომავალი მატჩებისთვის გუნდში არ გამოიძახა "პორტუს" მეკარე იკერ კასილიასი.

ესპანეთის ნაკრები 1-ელ სექტემბერს ბელგიას ამხანაგურად ეთამაშება, 5 სექტემბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება.

მიუხედავად ამისა, ლოპეტეგი არ გამორიცხავს მომავალში მადრიდის "რეალის" ყოფილი გოლკიპერის ეროვნულ გუნდში მიწვევას.

"იკერი ხატია, ის ყველასთვის სამაგალითოა, მაგრამ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ძირითად მეკარედ დავიდ დე ხეა გვყავდეს. ამით სულაც არ ვხურავთ ნაკრების კარს კასილიასისთვის", - აქვეყნებს ლოპეტეგის ნათქვამს Marca.

ახალმა თავკაცმა ესპანეთის ნაკრებში ამ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები:
დე ხეა, რეინა, ადრიანი.
მცველები: ს.რამოსი, პიკე, ბარტრა, კარვახალი, ხ.მარტინესი, ალბა, ასპილიკუეტა.
ნახევარმცველები: ს.რობერტო, საული, ასენსიო, ბუსკეტსი, ალკანტარა, კოკე, სილვა, მატა.
თავდამსხმელები: ლ.ვასკესი, ალკასერი, ნოლიტო, მორატა, დ.კოშტა, ვიტოლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული