ლა ლიგა. VIII ტური: გრანდები ბობოქრობენ [VIDEO]

AutoSharing Option
* "სევილიამ" ჩემპიონატში 2015 წლის მაისის მერე პირველად მოიგო სტუმრად.
* ლიონელ მესი გახდა პრიმერას რეკორსმენი შინ გატანილი გოლების რიცხვით - 180 გოლი "კამპ ნოუზე" ესპანეთის ჩემპიონატში.
* "ბარსელონაში" ლიონელ მესის დებიუტიდან 12 წელი გავიდა.
* "რეალმა" 27-დღიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
* იანიკ ფერეირა-კარასკომ (ატლეტიკო) კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ თრიკი.

უგოლო ფრით დაწყებული ტური დიდებულად გაგრძელდა - შაბათს გრანდებმა გოლთა ფოიერვერკი მოაწყვეს - ოთხ მატჩში 24 გოლი გავიდა (საშუალოდ 6!) - მადრიდულმა "ატლეტიკომ" და "რეალმა" თავიანთი მეტოქეები მთლად დაიბრიყვეს, არც
"ბარსამ" დააკლო რამე მოწინააღმდეგეს, აი, "სევილიას" კი ბრძოლა დასჭირდა...

დუელი მეკარის სასარგებლოდ
კანარის კუნძულებზე კევინ-პრინს ბოატენგმა სამი დუელიდან ვერც ერთი მოუგო დიეგო ლოპესს. თავის მხრივ, ორი მწვავე კონტრშეტევა "ესპანიოლსაც" ჰქონდა, პირველ ტაიმში 100%-იანი გოლისგან "ლას პალმასი" კაპიტანმა დავიდ გარსიამ იხსნა, მეორე ტაიმში კი მეკარესთან პირისპირ გასულ ჟერარდ მორენოს ფეხები აუკანკალდა და მომენტი ქარს გაატანა - 0:0.

სარაბიამ დაასრულა
და აი, როგორც იქნა, ვეღირსეთ! გუნდმა, რომელიც რეგულარულად იგებს ევროპის ნომერ მეორე ტურნირს, ჩემპიონატის მატჩის მოგება სტუმრად შეძლო - "სევილიამ" "ლეგანესი" 3:2 დაამარცხა.

ანდალუსიელებმა ბოლოს "მალაგა" დაამარცხეს სტუმრად (ამავე ანგარიშით), ეს კი 500 დღის წინათ, 2015 წლის მაისში მოხდა. ხორხე სამპაოლის გუნდი ფრანკო ვასკესისა და სამირ ნასრის გოლებით კომფორტულად იგებდა, მაგრამ დებიუტანტმაც ხელი გამოიღო და ანგარიში გაათანაბრა. თითქოს, "სევილიას" უიღბლო სერია უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ აქ მშველელად შეცვლაზე შესული პაბლო სარაბია გამოჩნდა.

გოლთა ფესტივალი "კალდერონზე"
პირველადგილოსანი ბოლოადგილოსანს იღებდა, თუმცა ასეთ სხვაობას მაინც არავინ ელოდა - 7:1 "ატლეტიკოს" სასარგებლოდ.

"გრანადას" მცველებს კოშმარებში მოელანდებათ ბელგიელი იანიკ ფერეირა-კარასკო, რომელსაც საუკეთესო მატჩი გამოუვიდა "როხიბლანკოს" მაისურით - მან ხუთ გოლში მიიღო მონაწილეობა - ჰეთ თრიკი შეასრულა და ორი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. დუბლიც არ არის ურიგო შედეგი, მით უფრო, როცა შეცვლაზე შედიხარ - ნიკოლას გაიტანმა სწორედ ორი გოლი იკმარა. საინტერესო ისაა, რომ ჩვეულმა წყვილმა (გრიზმანი-გამეირო) და ვერც მათმა შემცვლელმა (ტორესი) გოლი ვერ გაიტანა.

დიეგო სიმეონე
(ატლეტიკო): "ძალიან მოხარული ვარ ფერეირა-კარასკოს გამო. ის მრავალმხრივი ფეხბურთელია უდიდესი მომავლით. ყოველ მატჩში უმატებს, ინტენსიურად ვმუშაობ მასთან, რომ სულ ასე ითამაშოს, როგორც "გრანადას" წინააღმდეგ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლეო დაბრუნდა
ლეო მესი დაბრუნდა და გაიტანა, ის მეორე ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ 4-ჯერ მოასწრო მეტოქის კარისკენ გასროლა - არგენტინელი დიდებულ ფორმაშია. მანამდე კი ჩვენ რაფინიას დუბლი და ლუის სუარესის გოლი ვიხილეთ, რომლითაც ურუგვაელი ბომბარდირთა დავის ლიდერ გრიზმანს წამოეწია.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დეპორტივოს" დამარცხებით ძალიან კარგი რეპეტიცია გავიარეთ "სიტისთან" მატჩის წინ. ბევრი საგოლე შანსი შევქმენით, პრესინგს კარგად ვახერხებდით. ინგლისელების წინააღმდეგ სამი ცენტრალური მცველით თამაშისთვის მზად ვართ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კრიზისი დასრულდა
როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანის "რეალმა" კრიზისი გადალახა - "სამეფო კლუბი" სევილიას ეწვია და "ბეტისი" 6:1 შეარცხვინა. დიდებულად ითამაშა ნახევარდაცვაში ისკოსა და ტონი კროოსის დუეტმა. ისკომ სულაც დუბლი შეასრულა. კარგად ითამაშეს მარსელომ და პეპემაც. აი, შემტევმა ტრიომ კი ნაკლები წვლილი შეიტანა ამ მოგებაში, თუმცა ბენზემამ და რონალდომ გატანა მაინც შეძლეს.

სუპერგოლების მატჩი
მოკრძალებულმა "ალავესმა" და "მალაგამ" (1:1) ბრწყინვალე გოლები შემოგვთავაზეს. ჯერ ბრაზილიელმა დეივერსონმა თავით მიიღო ბურთი და თავითვე გადაუგდო თავზე კამენის, შემდეგ კი სტუმარმა რობერტო როსალესმა შორეული მანძილიდან ყუმბარისებული დარტყმით გაიტანა. მატჩში იყო კიდევ გაუქმებული გოლი ("მალაგას" კარში), ტრავმა და გაძევებები.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბასკური დერბი
ბილბაოში ბასკურმა დერბიმ აშკარად გაამართლა, ხუთგოლიანი თრილერი "ბილბაომ" მოიგო - 3:2, თუმცა "რეალ სოსიედადი" 51-ე წუთამდე იგებდა. კარგად ითამაშეს მუნიაინმა, ადურისმა და ვილიამსმა, რომელთაც თითო გოლი მიითვალეს. ვალვერდეს გუნდი 15 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ხიხონში წარმატებული გამოდგა ჩეზარე პრანდელის დებიუტი "ვალენსიაში", მარიო სუარესის დუბლმა "ვალენსიას" 2:1 მოაგებინა. "ვილიარეალმა" კი "სელტა" 5:0 შეარცხვინა.

VIII ტური
ლას პალმასი-ესპანიოლი 0:0
ლას პალმასი (4-2-3-1): რაული - მიჩელი, დ. გარსია, აიტამი (86. ბიგასი), დ. კასტელიანო - ვ. გომესი (69. ტირონე), მესა - ვიერა, ტანასუ, კ. ბოატენგი (76. არაუხო) - ლივაია
ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - ვ. სანჩესი, დ. ლოპესი, დ. რეიესი, მარტინი - სევილია (81. ე. პერესი), როკა, ფუეგო, პიატი (66. ხ. ლოპესი) - ლ. ბაპტიშტაო (73. ხ. რეიესი), ჟ. მორენო
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 13-5 (8-2); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 20 575

ლეგანესი-სევილია 2:3
გოლები: 0:1 ფ. ვასკესი (25), 0:2 ნასრი (58), 1:2 ტიმორი (67), 2:2 შიმანოვსკი (69), 2:3 სარაბია (85)
ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი - ვ. დიასი, მედჯანი, მანტოვანი, დ. რიკო - რ. პერესი, ტიმორი - ო. რამოსი (78. მაჩისი), გაბრიელი (67. იბანიესი), შიმანოვსკი - ლუსიანო (55. კონე)
სევილია (4-4-2): ს. რიკო - მარიანო, პარეხა, იბორა (81. განსო), ესკუდერო - ნასრი, ფ. ვასკესი (65. მერკადო), ნ'ზონზი, ვიტოლო - ბენ იედერი (72. სარაბია), ვიეტო
გაფრთხილება: 2-5; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 19-5 (6-4); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 10 922

ბარსელონა-დეპორტივო 4:0
გოლები: 1:0 რაფინია (21), 2:0 რაფინია (36), 3:0 ლ. სუარესი (43), 4:0 მესი (58)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დინი, პიკე, მასკერანო, მატიო - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (55. მესი), რაფინია (68. დ. სუარესი) - არდა თურანი, ლ. სუარესი (46. პ. ალკასერი), ნეიმარი
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ლაურე, ალბენტოსა, სიდნეი (29. არიბასი), ფ. ნავარო - მოსკერა, ბორხესი - გილერმე, გამა (63. ლუიზინიო), ჩოლაქი (56. ბაბელი) - ანდონე
გაძევება: ლაურე (65)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 8-2; ჯარიმა: 5-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 25-7 (8-0); ბურთის ფლობა: 71%-29%; მაყურებელი: 83 553

ატლეტიკო-გრანადა 7:1
გოლები: 0:1 კუენკა (18), 1:1 ფერეირა-კარასკო (34), 2:1 ფერეირა-კარასკო (45), 3:1 ფერეირა-კარასკო (61), 4:1 გაიტანი (63), 5:1 გაიტანი (81), 6:1 ა. კორეა (85), 7:1 ტიაგო (87)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა, კოკე (67. ტიაგო), გაბი, ფერეირა-კარასკო - გამეირო (62. გაიტანი), გრიზმანი (67. ფ. ტორესი)
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ტიტო, ვეზუ, ლომბანი, გ. სილვა - მარკესი, ანგბანი (64. აგბო) - კუენკა, ბუენო (63. ბარალი), ა. პერეირა - პონსე (75. კრავეცი)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 11-3; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 17-9 (11-2); ბურთის ფლობა: 66%-34%; მაყურებელი: 48 293

ბეტისი-რეალი 1:6
გოლები: 0:1 ვარანი (4), 0:2 ბენზემა (31), 0:3 მარსელო (39), 0:4 ისკო (45), 1:4 სეხუდო (55), 1:5 ისკო (63), 1:6 რონალდო (78)
ბეტისი (4-3-3): ადანი - პიჩინი, მანდი, პეცელა, დურმისი - ჟ. მარტინი (67. სებალიოსი), პეტროში, ბრაშანაცი (46. ზოზულია) - ხოაკინი, ალეგრია (46. სეხუდო), რ. კასტრო
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი (65. ლ. ვასკესი), კროოსი, ისკო - რონალდო, ბენზემა (75. მორატა), ბეილი (79. ასენსიო)
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-22 (2-9); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 41 665

ალავესი-მალაგა 1:1
გოლები: 1:0 დეივერსონი (9), 1:1 როსალესი (85)
ალავესი (4-3-2-1): პაჩეკო - ვიგარაი, ლაგუარდია, ფედალი, ტ. ერნანდესი - კამარასა (92. რ. გარსია), მ. გარსია, ე. მენდესი (74. ტოკერო) - მ. ლორენტე, კატაი (79. სობრინო) - დეივერსონი
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, მ. ტორესი, ვილანუევა, რიკა (46. ენ ნესირი) - დ. ლორენტე (20. ხუანპი), ნაჩო კამაჩო - გ. კასტრო (66. ხონი), ფორნალსი, ხუან კარლოსი - ს. რამირესი
გაძევება: ტ. ერნანდესი (90) - ხუანპი (94)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-12 (4-5); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 17 068

ბილბაო-სოსიედადი 3:2
გოლები: 0:1 ზურუტუზა (16), 1:1 მუნიაინი (51), 2:1 ადურისი (60), 3:1 ვილიამსი (72), 3:2 ი. მარტინესი (83)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი (65. საბორიტი), ი. ალვარესი, ლაპორტი, ლეკუე - სან ხოსე, იტურასპე - ვილიამსი (82. მ. რიკო), რაულ გარსია, მუნიაინი (66. სუსაეტა) - ადურისი
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - კ. მარტინესი, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო (65. კანალესი), ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა (81. ხუანმი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (88. კონჩა)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15-6 (11-3); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 47 256

სპორტინგი-ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 მ. სუარესი (7), 1:1 კ. კასტრო (41), 1:2 მ. სუარესი (65)
სპორტინგი ხ. (4-4-2): კუელიარი - ლ. კასტელიანო, მერე, ამორებიეტა, ი. ლოპესი - მ. გომესი (71. ბურგუი), აიტ-ატმანე, ს. ალვარესი, ვ. როდრიგესი (79. აფიფი) - კ. კასტრო, ჩოპი (64. ვიგერა)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მონტოია, გარაი, სანტოსი, გაია - მ. სუარესი, ე. პერესი - კანსელო, პარეხო, მინა (65. ბაკალი) - როდრიგო (93. მედრანი)
გაფრთხილება: 5-1; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 10-7 (2-3); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 25 309

ვილიარეალი-სელტა 5:0
გოლები: 1:0 რ. სორიანო (8), 2:0 რ. სორიანო (12), 3:0 ბაკამბუ (38), 4:0 ვასი (48. ს. კ.), 5:0 ტრიგეროსი (92)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, ვ. რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო (82. რ. ერნანდესი), რ. სორიანო - ბაკამბუ (65. ჯონ. დოს სანტოსი), სანსონე (73. პატო)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - ვასი (73. სენე), რადოია - სისტო (52. შეიხი), ორელიანა, ბონგონდა - ასპასი (58. ჯ. როსი)
გაძევება: ს. გომესი (87)
გაფრთხილება: 1-6; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 11-4 (5-1); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 18 152

17 ოქტომბერი
ეიბარი-ოსასუნა 22:45

ბომბარდირები:
6 ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
ლუის სუარესი (ბარსელონა)
5 ლიონელ მესი (ბარსელონა)
არიც ადურისი (ბილბაო)
4 რუბენ კასტრო (ბეტისი)
ჟერარდ მორენო (ესპანიოლი)
ნეიმარი (ბარსელონა)
რაფინია (ბარსელონა)
ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი).

მომდევნო ტური
21 ოქტომბერი:
ოსასუნა-ბეტისი;

22 ოქტომბერი:
ესპანიოლი-ეიბარი, ვალენსია-ბარსელონა, რეალ სოსიედადი-ალავესი, გრანადა-სპორტინგი ხ;

23 ოქტომბერი:
სელტა-დეპორტივო, სევილია-ატლეტიკო, ვილიარეალი-ლას პალმასი, მალაგა-ლეგანესი, რეალი-ბილბაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული