მადრიდული დერბი ვერ გამოდგა ტოლ-სწორი დაპირისპირება, ზინედინ ზიდანის "რეალმა" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" მისსავე მოედანზე აშკარად აჯობა - 3:0.
ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ჯერ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მერე პენალტით, ბოლოს კი გარეთ ბეილის პასით.
"სევილიამ" სტუმრად 3:2 დაამარცხა "დეპორტივო". ხორხე სამპაოლის გუნდის რიგებში თავი სტივენ ნ'ზონზიმ, ვიტოლომ და გაბრიელ მერკადომ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ან
მატჩის წინ "ბარსელონას" კუჭის პრობლემის გამო ლიონელ მესი გამოაკლდა და "ბარსამ" შინ ვერ დაამარცხა "მალაგა", რომელმაც მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა. ბოლო წუთებში კატალონიელებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს, მაგრამ კარლოს კამენიმ სასწაულები აკეთა.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან რთულია ისეთ გუნდს შეუქმნა მომენტები, რომელიც მთელი შემადგენლობით იცავს თავს. მინდა გუნდი და მაყურებელი შევაქო, მათ ვერ მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს. დიახ, ჩვენ მიჩვეული ვართ, როცა მეტოქე ასე გვეთამაშება, მაგრამ ყოველ ჯერზე ვერ გავიმარჯვებთ. საბოლოო ეპიზოდებში სიზუსტე გვაკლდა, აი, მხოლოდ ამის გამო შემიძლია ბიჭები გავაკრიტიკო".
შაბათი. 19 ნოემბერი
დეპორტივო-სევილია 2:3
გოლები: 1:0 ბაბელი (1), 2:0 ანდონე (42), 2:1 ნ'ზონზი (44), 2:2 ვიტოლო (87), 2:3 მერკადო (92)
ბარსელონა-მალაგა 0:0
გაძევება: დ. ლორენტე (68. მალაგა), ხუან კარლოსი (97. მალაგა)
ეიბარი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 ფ. რიკო (9)
გაძევება: ს. ალვარესი (90. სელტა), მალიო (94. სელტა)
ატლეტიკო-რეალი 0:3
გოლები: 0:1 რონალდო (23), 0:2 რონალდო (71-პენ), 0:3 რონალდო (77)
პარასკევი. 18 ნოემბერი
ბეტისი-ლას პალმასი 2:0
კვირა. 20 ნოემბერი
ალავესი-ესპანიოლი 15:00
ვალენსია-გრანადა 19:15
სპორტინგი-სოსიედადი 21:30
ბილბაო-ვილიარეალი 23:45
ორშაბათი. 21 ნოემბერი
ლეგანესი-ოსასუნა 23:45
1. რეალი - 30 ქულა; 2. ბარსელონა - 26; 3. სევილია - 24; 4. ვილიარეალი - 22; 5. ატლეტიკო - 21.
ბარსას უკეთესი ტრენერი და დაცვის ცენტრი უნდა!