სკანდალი: კრიშტიანო რონალდო 150 მლნ ევროს გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ეჭვმიტანილია 150 მლნ ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში. ამის შესახებ Spiegel იუწყება.

ამ გერმანული გამოცემის ჟურნალისტები 12 ევროპული გამოცემის გაერთიანებაში შედიან, რომლის მიზანი თანამედროვე ფეხბურთში უკანონო ფინანსური საქმიანობის გამომზეურებაა. წყაროს ცნობით, რონალდომ, აგენტ ჟორჟე მენდეშის სქემით, 150 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები შვეიცარიასა და ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორული ზონების მეშვეობით დამალა.

ბოლო ინფორმაციით, ამავე სქემით გადასახადების გადახდას თავს მენდეშის კიდევ ერთი კლიენტი, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც არიდებდა, რომელიც 12 მლნ ევროს დამალვაშია
ეჭვმიტანილი.

მაქინაციებში სავარაუდო მონაწილეებს შორის ასევე სახელდებიან ფეხბურთელები: გერმანელი მესუთ იოზილი, პორტუგალიელები - პეპე და რიკარდო კარვალიო, კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი და რადამელ ფალკაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული